რატომ არის პირის ღრუს ჯანმრთელობა ორგანიზმისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი?
/სტატიის ავტორი:
ექიმი მარიამ ქლიბაძე — სტომატოლოგი, თერაპევტი და პირის ღრუს ქირურგი/
1. რატომ არის პირის ღრუს ჯანმრთელობა ორგანიზმისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი?
პირის ღრუში არსებული ქრონიკული ანთება (განსაკუთრებით ღრძილების დაავადება ) დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან, შაქრიან დიაბეტთან, სუნთქვით ინფექციებთან და ორსულობის გართულებებთან.
კვლევები აჩვენებს, რომ ანთებითი ბაქტერიები პირის ღრუდან შეიძლება მოხვდეს სისხლის მიმოქცევაში და გამოიწვიოს სისტემური ანთება.
პირის ღრუს ჯანმრთელობა მხოლოდ ესთეტიკა არ არის – ის პირდაპირ გავლენას ახდენს მთელ ორგანიზმზე.
2. რამდენად აუცილებელია პროფესიული წმენდა, თუ სახლში რეგულარულად იხეხავთ კბილებს?
სახლში, იდეალური ჰიგიენის პირობებშიც კი, ნადების დაახლოებით 70-80% სრულად არ იწმინდება, ეს დაგროვილი ნადები კი გარდაიქმნება მაგვარ ქვად, რომლის მოცილება მხოლოდ პროფესიული წმენდით არის შესაძლებელი.
პროფესიონალური წმენდა აუცილებელია ღრძილების ჯანმრთელობის, სუნის პრევენციის და ანთებითი პროცესების თავიდან ასაცილებლად.
3. რატომ არ შეიძლება ანთებითი კბილის იგნორირება?
კბილის პულპის (ნერვის) ანთება (პულპიტი ან პერიაპიკალური ინფექცია) არ არის მხოლოდ ლოკალური პრობლემა.
ინფექცია შეიძლება გავრცელდეს ძვალზე, მეზობელ ქსოვილებზე და ზოგ შემთხვევაში გამოიწვიოს სისტემური გართულებები.
თანამედროვე მედიცინა აღიარებს, რომ ქრონიკული კბილის ინფექციები ზრდის ორგანიზმში საერთო ანთებით ფონს.
ტკივილის არ ქონა არ ნიშნავს პრობლემის აღმოფხვრას – ძვლის დესტრუქციული უბანი საჭიროებს დროულ და სწორ მკურნალობას
4. რამდენად უსაფრთხო და საიმედოა იმპლანტაცია გრძელვადიან პერსპექტივაში?
მეცნიერულად დადასტურებული ფაქტი: თანამედროვე იმპლანტების წარმატების მაჩვენებელი 95%-ზე მეტია, როდესაც: დაცულია ქირურგიული და სტერილური პროტოკოლები პაციენტი იცავს ჰიგიენის რეკომენდაციებს.
იმპლანტის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ხშირად არის პერიიმპლანტიტი, რომელიც უმეტესად ცუდ ჰიგიენასთან არის დაკავშირებული.
იმპლანტი არის არა „ერთჯერადი პროცედურა“, არამედ პაციენტისა და ექიმის გრძელვადიანი თანამშრომლობა
5. შეიძლება თუ არა კარიესი ტკივილის გარეშე პროგრესირებდეს და რატომ არის ეს ყველაზე დიდი რისკი?
კარიესი ხშირად ვითარდება ტკივილის გარეშე, განსაკუთრებით ადრეულ და საშუალო სტადიებზე. ტკივილი ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ბაქტერიული პროცესი აღწევს დენტინს ან პულპას.
ტკივილის არარსებობა არ ნიშნავს ჯანმრთელ კბილს. კარიესის ყველაზე საშიში ფორმა სწორედ ის არის, რომელიც ჩუმად ვითარდება და გვიან იჩენს თავს.






