ორშაბათი, იანვარი 26, 2026
მთავარიშენი ექიმიჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის სისხლის ბანკმა ახალ სივრცეში პირველი დონორები უკვე მიიღო

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის სისხლის ბანკმა ახალ სივრცეში პირველი დონორები უკვე მიიღო

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის სისხლის ბანკმა ახალ სივრცეში პირველი დონორები უკვე მიიღო.

ევროპის უნივერსიტეტის ძალისხმევით და ფინანსური მხარდაჭერით, ჯო ენის სისხლის ბანკი სრულიად განახლებულ სივრცეში შეუდგა მუშაობას.
გაუმჯობესდა პერსონალის სამუშაო პირობები, შეიქმნა დონორების მისაღები და მოსასვენებელი კომფორტული სივრცეები, განახლდა ტექნიკური აღჭურვილობა, რაც სისხლის ბანკს საშუალებას აძლევს, უფრო მეტი დონორი მიიღოს და შესაბამისად მეტი რაოდენობით დაამზადოს უფრო მაღალი ხარისხის სისხლის კომპონენტები.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის სისხლის ბანკს წლების განმავლობაში ჰყავს მრავალი ერთგული უანგარო დონორი, ვისთვისაც განახლებული სივრცე, კომფორტული გარემო, მაღალკვალიფიციური პერსონალი და თანამედროვე აპარატურა დამატებით მოტივაციას წარმოადგენს.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის სისხლის ბანკს ახალი ტექნიკური აღჭურვილობით შეეძლება ერთდროულად 5 დონორი მიიღოს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს შესაბამისი საჭიროების მქონე უფრო მეტ ადამიანს დავეხმაროთ.
შეიძლება იყოს საავადმყოფო და ტექსტი გამოსახულება
მოგიწოდებთ, იყოთ უანგარო დონორი, გაიღოთ სისხლი, გადაარჩინოთ სიცოცხლე!
შეიძლება იყოს საავადმყოფო გამოსახულება
დონორობის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ შემდეგ ნომერზე 577559570
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  მსოფლიოში პირველად, ადამიანის თავის ქალაში ეპილეფსიის გასაკონტროლებელი მოწყობილობა დამონტაჟდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights