სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიჭინჭრის ციების უეცარი შეტევა – როგორ ვიმოქმედოთ სწორად?

ჭინჭრის ციების უეცარი შეტევა – როგორ ვიმოქმედოთ სწორად?

კანზე უეცრად გაჩენილი წითელი გამონაყარი, ქავილი და ჩხვლეტის შეგრძნება – ასეთია ის ძირითადი სიმპტომები, რაც ჭინჭრის ციებას ახასიათებს. ეს ალერგიული რეაქციაა, რომელმაც შეიძლება მხოლოდ რამდენიმე საათით იჩინოს თავი ან გაგრძელდეს დღეებისა და თვეების განმავლობაშიც კი.

სტატიაში, რომელსაც ფარმაცევტული კომპანია „სმარტფარმი“ წარმოგიდგენთ, მოგიყვებით ჭინჭრის ციებაზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და უსიამოვნო სიმპტომების შემსუბუქების გზებზე.

რა არის ჭინჭრის ციება?
ჭინჭრის ციება არის ალერგიული რეაქციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა. ის ხასიათდება მოულოდნელად წარმოქმნილი წითელი გამონაყარით, რომელსაც ახლავს ქავილი და ზოგჯერ შეშუპება. რადგანაც მისი სიმპტომები ძალიან ჰგავს ჭინჭრით დასუსხვის დროს გაჩენილ ნიშნებს, მას ჭინჭრის ციებას უწოდებენ, თუმცა სამედიცინო ენაზე უმეტესად ურტიკარიას სახელით მოიხსენიებენ.

ჭინჭრის ციება ანუ ურტიკარია შეიძლება სხვადასხვა ფაქტორმა გამოიწვიოს, რომელთა შორის ყველაზე ხშირია:
● საკვები ალერგენები – მაგალითად, ზღვის პროდუქტები, როგორებიცაა კიბორჩხალა, კრაბი და კრევეტი, ასევე, თხილეულობა, კვერცხი და რძის პროდუქტები ჭინჭრის ციების ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევია. უმეტეს შემთხვევაში რეაქცია საკვების მიღებიდან ძალიან სწრაფად ვითარდება.
● მედიკამენტები – ანტიბიოტიკებმა (განსაკუთრებით პენიცილინის ჯგუფის) და ტკივილგამაყუჩებლებმა (მაგ., იბუპროფენი, ასპირინი) ზოგიერთ ადამიანში შესაძლოა ურტიკარია გამოიწვიოს. ალერგია შეიძლება გამოვლინდეს როგორც პირველი დოზის შემდეგ, ისე განმეორებითი მიღებისას.
● მწერის ნაკბენი – ზოგიერთი ადამიანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა კოღოს, ფუტკრის ან სხვა მწერის ნაკბენზე. ამ კატეგორიის პირებში ჭინჭრის ციება ყველაზე სწრაფად იწყება, რეაქცია კი შედარებით უფრო ძლიერია. ნაკბენმა შეიძლება მხოლოდ ადგილობრივი გაღიზიანება გამოიწვიოს, ზოგჯერ კი ნიშნები სხეულის სხვა მონაკვეთებზეც გავრცელდეს.
● სტრესი – ემოციური დაძაბულობა, გადაღლილობა, უძილობა და, ზოგადად, ძლიერი სტრესი უარყოფით გავლენას ახდენს ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე. ასეთ დროს შესაძლოა ორგანიზმმა საჭიროების გარეშე გამოათავისუფლოს ჰისტამინი, ნივთიერება, რომელიც ალერგიული რეაქციებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს იწვევს. განაგრძეთ კითხვა

 

ჭინჭრის ციების უეცარი შეტევა – როგორ ვიმოქმედოთ სწორად? | sheniekimi.ge | შენი ექიმი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტთა მკურნალობის დაფინანსების საკითხი რამდენიმე კვირაში დადებითად გადაწყდება“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights