საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და რატი მიქელაძესა და ელისო კილაძეს მიმართავს.
რატი მიქელაძე წერს, რომ მისი ინფორმაციით, წამლის დეფიციტის რისკის ქვეშ არიან აივ-ინციფირებული ადამიანებიც.
„ჩემი ახლობელია, ცხადია ვინაობას არ დავწერ. ადრე თუ სამი თვის წამლებს ატანდნენ, ახლა ერთი თვისას გვაძლევენო, მარაგები არ არისო. ეს ყველაფერი ევროკავშირთან გაფუჭებული ურთიერთობის ბრალი მგონია“ – წერს კომენტარში რატი მიქელაძე.
ელისო კილაძე რატი მიქელაძეს კომენტარით პასუხობს: „მანდ საერთოდ კატასატროფა მოხდება.“
ოფიციალური განცხადება
აივ-ის მკურნალობასთან დაკავშირებით პანიკის გავრცელება მიუღებელია და არაპასუხისმგებლიანია
აღნიშნული კომენტარებიდან გამომდინარე რამდენიმე შეშფოთებული მოქალაქე და აივ/ პაციენტი დამიკავშირდა. ეს უკვე თავისთავად აჩვენებს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებები, ფაქტების გარეშე, რეალურ ზიანს აყენებს ადამიანებს.
მკაფიოდ და ცალსახად ვაცხადებ:
საქართველოში ამ ეტაპზე არ არსებობს აივ-ის სამკურნალო მედიკამენტების დეფიციტი.
მნიშვნელოვანია სწორად გავიგოთ ტერმინები:
მედიკამენტების დეფიციტი ნიშნავს, რომ პრეპარატი ფიზიკურად მიუწვდომელია პაციენტისთვის, ვერ გაიცემა და მკურნალობა წყდება.
დღეს საქართველოში ასეთი მდგომარეობა არ არსებობს.
რაც ხშირად ხდება და რაც არ უნდა აირიოს საზოგადოებაში:
• სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის ან გადახდის ტექნიკური პროცედურები
• ფასების დაზუსტება ან ტენდერის ციკლის დროებითი ცვლილებები
• ადმინისტრაციული ვადები
ეს არ არის დეფიციტი და არ ნიშნავს მედიკამენტების მიწოდების შეწყვეტას.
ფაქტები და ოფიციალური მონაცემები:
• საქართველო 2023–2025 წლებში იღებს 16.22 მილიონ აშშ დოლარს The Global Fund-ისგან
• ახალი პროგრამული ციკლი 2026–2028 წლებისთვის დამტკიცებულია
• პროგრამა იწყება 2026 წლის 1 იანვრიდან (დამტკიცების თარიღი: 23 სექტემბერი, 2025)
• ანტირეტროვირუსული მედიკამენტები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტით
• The Global Fund უზრუნველყოფს ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას
• შესყიდვები მიმდინარეობს გლობალური ტენდერის მექანიზმით, რაც სწორედ დეფიციტის თავიდან აცილებისთვის გამოიყენება
ოფიციალური წყაროები:
დამატებით, ვაცხადებ სრული პროფესიული პასუხისმგებლობით:
მე, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, 9 წლის განმავლობაში ვიყავი The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria (GFATM)-ის ტექნიკური შეფასების პროცესებში ჩართული და ზუსტად ვიცი, როგორ იგეგმება მედიკამენტების მიწოდება ისე, რომ პაციენტს მკურნალობა არასდროს შეუწყდეს.
შესაბამისად:
• „მედიკამენტების დეფიციტზე“ საუბარი ამ კონტექსტში ფაქტობრივად არასწორია
• ეს ქმნის პანიკას პაციენტებში, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესებს
• ევროკავშირთან ან პოლიტიკურ პროცესებთან ამ თემის მიბმა მანიპულაციურია და უსაფუძვლო
მოვუწოდებ ყველას:
აივ-ის მსგავსი სენსიტიური საკითხები მოითხოვს ზუსტ ტერმინოლოგიას, ფაქტებს და პროფესიულ პასუხისმგებლობას.
პაციენტების შიში არ შეიძლება გახდეს ემოციური ან პოლიტიკური სპეკულაციის საგანი.
მედიკამენტების დეფიციტი არ არსებობს.
პანიკის გავრცელება — არსებობს.
და ეს მიუღებელია.
Giorgi PkhakadzeSheniEkimi.ge • შენი ექიმი SheniAmbebi.ge • შენი ამბები ელისო კილაძე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & PH დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო The Global Fund World Health Organization Georgia · ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.


