რატომ არ შეიძლება ბავშვისთვის ძმრიანი წინდების ჩაცმა? როგორ ვმართოთ ცხელება? რა შემთხვევაში მივაქციოთ მას განსაკუთრებული ყურადღება და როდის უნდა მივაკითხოთ ექიმს?
როგორ ვებრძოლოდ მაღალ სიცხეს ბავშვებში, რა ქმედებებია სწორი და ეფექტური და პირიქით – როგორი ქმედებებით ვუშლით ხელს ძალაუნებურად, სიცხის დაწევას. ცნობილმა პედიატრმა, მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა მაია ხერხეულიძემ zmna-ge-სთან ისაუბრა.
“ცხელება თვითონ არის გარკვეული დამცველობითი რეაქცია. სიხის დროს ბავშვი უკეთ გამოიმუშავებს ამ დაავადების საწინააღმდეგო დამცველობით ნივთიერებებს. ამიტომ ყველა სიცხესთან ბრძოლა არ გვჭირდება, თუ ცხელება არ არის ძალიან მაღალი, 38,5 და უფრო მაღალი, ან ძალიან სერიოზულ დისკომფორტს არ უქმნის ბავშვს. ეს უკანასკნელი იდივიდუალურია. არის ბავშვი, რომელიც 38 სიცხეზეც სერიოზულ პრობლემებს განიცდის, ძლიერი თავის ტკივილი აქვს, ძალიან შეწუხებულია. ამ დროს შეგვიძლია ამ სიცხეზეც მივცეთ მედიკამენტი.
როცა ცხელების მართვაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ იმ გარემოში, სადაც სიცხიანი ბავშვი იმყოფება, არ იყოს ძალიან მაღალი ტემპერატურა, რადგან ის ხელს შეუშლის სიცხის დროს სითბოს გაცემას. არც ძალიან არ უნდა ჩავფუთნოთ, რადგან აქაც სითბოს გაცემის პრობლემა იქნება.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

