თუ გვინდა, რომ გული ერთგულად გვემსახუროს
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
მოძრაობა აუცილებელია ყველასთვის, განსაკუთრებით კი ფეხით სიარული, თუმცა ყველაფერში ზომიერებაა მთავარი. ზოგი ადამიანი საერთოდ არ მოძრაობს, ზოგი კი საკუთარ შესაძლებლობებს აჭარბებს.
ზუსტი დოზა არ არსებობს — რამდენი კილომეტრი უნდა იაროს ადამიანმა დღეში, ეს ინდივიდუალურია და ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თუ ჯანმრთელობის პრობლემა არსებობს, აუცილებელია ექიმთან შეთანხმება.
ფეხით სიარული გულისთვის სასარგებლოა, მაგრამ საუბარია სუფთა ჰაერზე მოძრაობაზე და არა სახლში ფუსფუსზე. ოთახებს შორის გადაადგილება სეირნობას არ ცვლის. რეალური სარგებელი მხოლოდ გარეთ სიარულს მოაქვს.
Sheni Network
გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე ადამიანებისთვის სირბილი აუცილებელი არ არის — მშვიდი, აუჩქარებელი ნაბიჯები სავსებით საკმარისია. უმოძრაობა და მუდმივი წოლა კი საზიანოა. ძილის წინ, ნახევარი საათი, იარეთ ფეხით, შემდეგ მიდით და დაიძინეთ
ზედმეტად ცხიმიანი და ტკბილი საკვები გულისთვის არასასურველია. წონის კონტროლი მნიშვნელოვანია — როგორც ჭარბი წონა, ისე უკიდურესი სიგამხდრეც პრობლემად შეიძლება იქცეს. ბალანსი აქაც გადამწყვეტია.
მუსიკას ნამდვილი თერაპიაა. ვისაც რა მუსიკა სიამოვნებს, ის უნდა მოისმინოს.
ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლებას დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ.
სტრესი, განსაკუთრებით უარყოფითი, არაფერს კარგს არ გვაძლევს. გარემო უფრო მშვიდი უნდა იყოს. მეტი სიყვარული და ურთიერთპატივისცემა — ეს ადამიანსაც უკეთ აგრძნობინებს თავს და საზოგადოებასაც.
სითბო ყველას სჭირდება — ადამიანს, ბავშვს, გარემოს. გვჭირდება დადებითი ემოციები.