ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი ტრანსცხიმების აღმოფხვრის შესახებ, რომელშიც მონაწილეობდა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
ტრანს-ცხიმები უჯერი ცხიმებია, რომლებიც ძირითადად გვხვდება ისეთ ინდუსტრიულ საკვებში, როგორიცაა, გამომცხვარი ცომეული, კონსერვირებული სოუსები და სხვა არაჯანსაღი საკვები. ტრანსცხიმები ახშობს არტერიებს და იწვევს ისეთ არაგადამდებ დაავადებებს, როგორიცაა გულის შეტევა და ინსულტი. ტრანსცხიმების მოხმარება მსოფლიოში ყოველწლიურად 278,000 ნაადრევ სიკვდილს იწვევს.
პოლიტიკის დიალოგის მიზანი იყო:
– ტრანსცხიმების ელიმინაციის შესახებ საერთაშორისო და რეგიონული მტკიცებულებების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება.
– საქართველოში სურსათის მიწოდების ჯაჭვიდან ინდუსტრიული ტრანსცხიმების აღმოფხვრის განხილვა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
– ტრანსცხიმებისგან თავისუფალი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის გაძლიერებისა და სრულად განხორციელების გამოწვევების და შესაძლებლობების განხილვა.
– პოლიტიკის შემქმნელებს, ჯანდაცვის ორგანოებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის მრავალსექტორული თანამშრომლობის გაძლიერება.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

