რა სიმპტომებით გამოიხატება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და რა უწყობს ხელს მის ჩამოყალიბებას? – გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიაგნოსტირება და მართვა

0
749
#post_seo_title

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ქრონიკული ფუნქციური პათოლოგიაა, რომლის შემთხვევათა უმეტესობა 20-50 წლის ასაკის პაციენტებზე მოდის. ის მსოფლიო მოსახლეობის არცთუ ისე მცირე ნაწილს აწუხებს. მაგალითად, აშშ-ს სტატისტიკის მიხედვით, დაავადება ქალების დაახლოებით 15-25%-ს, ხოლო კაცების 5-20%-ს უვითარდებათ.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის თავისებურებებზე, მის ხელშემწყობ ფაქტორებზე, დიაგნოსტირებასა და მართვაზე თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის გასტროენტეროლოგი და ენდოსკოპისტი სანდრო მაჭავარიანი საუბრობს

რა სიმპტომებით გამოიხატება აღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და რა უწყობს  ხელს მის ჩამოყალიბებას?

ამ პათოლოგიას  ახასიათებს  ტკივილი და/ან დისკომფორტი მუცლის არეში, რასაც თან ერთვის ნაწლავის მოქმედების ცვლილება -ის მიმდინარეობს ფაღარათით ან ყაბზობით. მას კონკრეტული გამომწვევი მიზეზები არ აქვს, თუმცა, შეგვიძლია, გამოვყოთ მისი ხელშემწყობი ფაქტორები: არასწორი ცხოვრების წესი, არასწორი კვებითი რეჟიმი და მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. ასევე, არსებობს ვარაუდი, რომ მის განვითარებაში გარკვეულ როლს თამაშობს გენეტიკური წინასწარგანწყობაც დაავადების მიმართ.

როგორია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიაგნოსტირების პროცესი?

რადგანაც ნაწლავის ეს დაავადება ფუნქციურია და არ გამოიხატება რაიმე ორგანული პათოლოგიით, დიაგნოსტიკას გამორიცხვის მეთოდით წარვმართავთ. უნდა მოხდეს დიფერენცირებული დიაგნოსტიკა –უნდა გავმიჯნოთ და გამოვრიცხოთ ყველა ის პათოლოგია, რომლებსაც გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მსგავსი სიმპტომები ახასიათებთ. ასეთი პათოლოგიებია, მიკროსკოპული კოლიტი, იშემიური  კოლიტი, ნაწლავის ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება,წყლულოვანი კოლიტი) ნაწლავური ინფექციები, კვებითი ალერგიები, სიმსივნური პროცესები და სხვა. ექიმს არ უნდა გამოეპაროს და კარგად უნდა გამოიკვლიოს, ამ სიმპტომების გარდა, პაციენტს ხომ არ აღენიშნება ისეთი ნიშნებიც, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაცილებით მძიმე პათოლოგიებზე მიანიშნებენ. ასეთი საგანგაშო სიმპტომებია წონაში კლება, სისხლიანი განავალი, ტკივილის გაძლიერება ღამით და სხვა.

თოდუას კლინიკაში გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მსგავსი სიმპტომების მქონე პათოლოგიების გამოკვლევისათვის საჭირო ლაბორატორიულ თუ ინსტრუმენტულ კვლევებს ერთ სივრცეში ვატარებთ. მას შემდეგ კი, რაც ვრწმუნდებით, რომ რაიმე სხვა დაავადებასთან არ გვაქვს საქმე და სიმპტომებს ნამდვილად გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი იწვევს, ვსვამთ დიაგნოზს და შესაბამის მკურნალობას ვნიშნავთ.

როგორია მკურნალობის ტაქტიკა და რამდენად ხანგრძლივი პროცესია ის?

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობა პაციენტის ცხოვრების წესის მოდიფიცირებით იწყება. შესაძლოა, მას სპეციფიკური დიეტა დასჭირდეს. ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად, პროცესში ვრთავთ სხვადასხვა ანტისპაზმურ მედიკამენტებს, ლაქსატივებს, ანტიდიარეულ მედიკიმანტებს, პრობიოტიკებს, ანტიბაქტერიულ პრეპარატებს. ხშირად საჭიროა ფსიქოლოგისა თუ ნევროპათოლოგის ჩართულობაც და ანტიდეპრესანტების დახმარებით პაციენტის ფსიქოემოციური მდგომარეობის დასტაბილურება და გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია, ექიმმა სინდრომის მართვა, რაც შეიძლება ნაკლები მედიკამენტის გამოყენებით მოახერხოს.

  მზის სხივები – თქვენი სხეულის ბუნებრივი ანტიბიოტიკი!

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია, რის შემდეგაც პაციენტმა დაავადება მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მართოს – ყურადღება მიაქციოს მის ცხოვრების წესს, კვებით რეჟიმს, ისწავლოს სტრესის მართვა და კარგად შეისწავლოს ყველა ის ფაქტორი, რომლებიც სინდრომის გამწვავებას უწყობენ ხელს.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ