სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმისადაზღვევო სექტორში არსებულ გამოწვევები - "დაზღვეული პაციენტი ექიმისთვის გარკვეული კომფორტიცაა და დისკომფორტიც"...

სადაზღვევო სექტორში არსებულ გამოწვევები – “დაზღვეული პაციენტი ექიმისთვის გარკვეული კომფორტიცაა და დისკომფორტიც” – ექიმი ნინო ქანთარია

„ნიუ ჰოსპიტალსის“ შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ქანთარიამ გადაცემა „ბიზნეს კვირეულში“, „ედვაიზერის“ რუბრიკაში, სადაზღვევო სფეროს პრობლემებზე ისაუბრა.

ნინო ქანთარიას განცხადებით, ექიმებისთვის დაზღვეული პაციენტი ერთდროულადაც ამარტივებს და აძნელებს სამუშაო პროცესს.

მისი თქმით, სტაციონარულ დონეზე პროცესი ხშირად რთულდება, რადგან სახელმწიფოს საყოველთაო დაზღვევა გარკვეულ დიაგნოზებს ფარავს, ხოლო როცა პაციენტს პარალელურად კერძო დაზღვევაც აქვს, იწყება რთული შეთანხმებები — რა ნაწილს დაფარავს სახელმწიფო, რა ნაწილს კერძო კომპანია, როგორ უნდა მოხდეს საბუთების გაგზავნა და სხვა ტექნიკური დეტალები. ქანთარიას შეფასებით, მიუხედავად ბიუროკრატიული სირთულეებისა, საბოლოო ჯამში პროცესები მაინც პაციენტის ინტერესზეა მორგებული.

როგორც ის განმარტავს, ამბულატორიულ სფეროში, დაზღვეული პაციენტი ექიმისთვის ორი მხრიდან აღიქმება — როგორც დადებითი, ისე არასასიამოვნო გარემოება.

„სტაციონარულ სერვისებთან დაკავშირებით არ არის მარტივად საქმე, იმიტომ რომ, ვიცით, რომ სახელმწიფოში მოქმედებს საყოველთაო დაზღვევა, რომელიც ასევე ანაზღაურებს გარკვეულ ნოზოლოგიებს. იმ შემთხვევაში, თუკი პაციენტს აქვს როგორც საყოველთაო, ასევე კერძო დაზღვევა, ზოგიერთ კატეგორიას, აქ იქმნება ხოლმე გარკვეული ბიუროკრატიული საკითხები. რა კომპონენტს დააფინანსებს საყოველთაო დაზღვევა, რა კომპონენტს დაფარავს კერძო დაზღვევა, დოკუმენტაცია სად, როდის, როგორ უნდა იყოს გადაგზავნილი… თუმცა, ამის რეგულაცია მეტ-ნაკლებად, მე ვფიქრობ, პაციენტის ინტერესიდან გამომდინარე, მაინც ხდება.

რაც შეეხება ამბულატორიულ სექტორს, აქ ექიმისთვის დაზღვეული პაციენტი არის გარკვეული კომფორტიც და დისკომფორტიც და შევეცდები, რომ განვმარტო, რა არის კომფორტი და რა არის დისკომფორტი.

მისი თქმით, პლუსი ისაა, რომ როცა პაციენტს სადაზღვევო დაფარვა აქვს, ექიმს შეუძლია უფრო თავისუფლად დანიშნოს საჭირო კვლევები და კონსულტაციები, რადგან ფინანსური ზეწოლა ნაკლებია. სამედიცინო მომსახურების ღირებულების ზრდის ფონზე ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

კომფორტი ის არის, რომ თუკი პაციენტს სჭირდება სხვადასხვა კვლევები, ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციები, სერვისები, უფრო თავისუფალია ექიმი ამ არჩევანშიც და ფინანსური დანახარჯების თვალსაზრისით, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, სამედიცინო მომსახურების ხარჯები ბოლო პერიოდში იზრდება და ეს ბუნებრივიც არის. ასე რომ, ექიმი გარკვეულ კომფორტს ხედავს იმაში, რომ პაციენტს აქვს დაზღვევა და საჭიროებების მიხედვით დაფარავს ყველა საჭირო კვლევას თუ კონსულტაციას.

  "იმდენი ადამიანი იყენებს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს, გაჩნდება კითხვები - ვისი გაკეთებულია საქმე"?

თუმცა ექიმისთვის არსებობს გარკვეული უხერხულობაც: სადაზღვევო პაკეტებს აქვთ მკაცრი ჩამონათვალი, რა ინერგება და რა — არა. პაციენტი ხშირად ელოდება, რომ ნებისმიერი კვლევა ან პროცედურა დაფინანსდება მხოლოდ იმიტომ, რომ ის დაზღვეულია, მაგრამ რეალობაში ზოგიერთი მომსახურება გამორჩენილია. ქანთარიას თქმით, ეს აცდენა მოლოდინსა და რეალურ პირობებს შორის ექიმისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights