ახლომხედველობის შემცირება შეუძლია 6-დან 12 წლამდე ბავშვებში – უკვე მოიპოვეს FDA-ის ნდობა

0
306
მხედველობის მსოფლიო დღეს განსაკუთრებული ყურადღება გვინდა დავუთმოთ ბავშვების მხედველობას და თვალის სიჯანსაღეს.
#post_seo_title

ბავშვების არცთუ ისე მცირე ნაწილს უწევს სათვალის ტარება… და რა მოხდება, თუ ეს ლინზები მათ მხედველობის შენარჩუნებაში დაეხმარება და მოზარდობაში თვალის უფრო სერიოზულ პრობლემებს აარიდებს თავიდან?

სწორედ ეს კითხვა დასვეს მკვლევრებმა, რომლებიც დღეს საზოგადოებას ახალი ტიპის ლინზას აცნობენ და რომლებმაც უკვე მოიპოვეს FDA-ის ნდობა. 

თუ ადრე მიოპიის, ანუ ახლომხედველობის სამართავად მხოლოდ ერთი ვარიანტი არსებობდა, მთელი ცხოვრება სათვალის ტარება, ახლა საკმაოდ მაღალი პოტენციალის მქონე ალტერნატივა ჩნდება — სპეციალიზებული სათვალე Essilor Stellest-ის ბრენდის სახელით იყიდება და ამტკიცებს, რომ ახლომხედველობის შემცირება შეუძლია 6-დან 12 წლამდე ბავშვებში.

კიდევ უფრო სანდოდ კი ამ ამბავს FDA აქცევს, რომელმაც ლინზების პრაქტიკაში გამოყენება კომპანიის მონაცემების საფუძველზე გახადა შესაძლებელი: ბავშვებში 2 წლის შემდეგ მიოპიის პროგრესირება 70%-ით შემცირდა!

ახალი ლინზები 11 კონცენტრულ რგოლს იყენებს, რომლებიც სავსეა პატარა წერტილებით, რათა სინათლე ბადურაზე გადაამისამართოს იმ გზით, რომლითაც ფიქრობენ, რომ მხედველობის გაუარესებას შეაფერხებს. ფაქტია მუშაობს კიდეც, რადგან კომპანიის კვლევის თანახმად, ბავშვები, რომელთაც ლინზები 2 წლის მანძილზე ეკეთათ, მხედველობის გაუარესების მაჩვენებელი 50%-ით შეუმცირდათ. პარალელურად კი კვლევები მრავალ ქვეყანაში გრძელდება, რის შედეგადაც მომავალში კიდევ უფრო სანდო ინფორმაციებს გავიგებთ…

ოღონდ ამ ახალი ლინზების სარგებელი მხოლოდ სათვალის ტარებაზე უარის თქმის კომფორტით არ მთავრდება და ისეთი შედეგების თავიდან არიდებასაც მოიცავს, რომლებიც მძიმე მიოპიას უკავშირდება, იქნება ეს კატარაქტა, გლაუკომა თუ ბადურის დაშლა, რამაც სიბრმავე შეიძლება, გამოიწვიოს.

შემოთავაზებული ფასი 450 დოლარია. ხელმისაწვდომია ევროპაში, აზიაში და ახლა უკვე ამერიკაშიც…

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  სათვალეს გამოეთხოვეთ – როგორ დავიბრუნე მხედველობა ალოეს, თაფლისა და ნიგვზის დახმარებით

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ