სამშაბათი, მაისი 5, 2026
მთავარიშენი ექიმი„დედა vs მამა?! - აკრძალეთ ეს კითხვა, მისი დასმა დანაშაულია!“ - ფსიქოთერაპევტი...

„დედა vs მამა?! – აკრძალეთ ეს კითხვა, მისი დასმა დანაშაულია!“ – ფსიქოთერაპევტი მშობლებს მიმართავს

„დედა უფრო გიყვარს თუ მამა? ეს შემზარავი კითხვა ჩემს თანატოლებს ალბათ გახსოვთ“. ამის შესახებ ფსიქოთერაპევტი მაგდა კოტრიკაძე საუბრობს.

დედა vs მამა?!
დედა უფრო გიყვარს თუ მამა? ეს შემზარავი კითხვა ჩემს თანატოლებს ალბათ გახსოვთ. აკრძალეთ ეს კითხვა, მისი დასმა დანაშაულია! აბნევს ბავშვს, ავიწროვებს მის თვალსაწიერს და აფრთხობს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს კითხვა იუმორით არის დასმული, თუ არა!
ბავშვის აღზრდა არ არის მხოლოდ მოვალეობა – ეს არის ხელოვნება, სადაც დედისა და მამის ჩართულობის განსხვავებული სტილი ქმნის სრულყოფილ ჰარმონიას.
დედები უფრო ხშირად იყენებენ ავტორიტეტულ სტილს რაც ნიშნავს, მაღალ მხარდაჭერას და გადაჭარბებულ მოთხოვნებს, მამები კი ავტორიტარულს, რაც ნიშნავს მაღალ მოთხოვნებს და ნაკლებ ემოციურ ჩართულობას. დედის მხარდაჭერა ემოციური რეგულაციისთვის კრიტიკულია, ხოლო მამა ხელს უწყობს დამოუკიდებლობას.
მამების ჩართულობა თამაშში აუცილებელია და პროგნოზირებს ბავშვის სოციალურ-ემოციურ განვითარებას. მამების აქტიური მონაწილეობა ადრეულ ასაკში აუმჯობესებს ემოციურ რეგულაციას.
ბავშვის განვითარებაში ორივე მშობლის როლი უმნიშვნელოვანესია, თუმცა მათი გავლენა ხშირად განსხვავდება. ეს განსხვავება არ ნიშნავს, რომ ერთი უკეთესია მეორეზე – ისინი ერთმანეთს ავსებენ და ქმნიან ბალანსს.
დედა, როგორც წესი, არის ბავშვის „პირველი უსაფრთხო სივრცე“. მისი მზრუნველობა და სითბო აძლევს ბავშვს სტაბილურობას და ემოციურ მხარდაჭერას. მამა კი ხშირად ასოცირდება დამოუკიდებლობასთან. მამა ბავშვში აღვივებს გამბედაობას და თვითდაჯერებას. დედასთან თამაში უფრო მშვიდი და საგანმანათლებლო ხასიათისაა, ხოლო მამასთან – აქტიური, ენერგიული და ხშირად გამოწვევებით სავსე. ეს განსხვავება ბავშვს ეხმარება როგორც უსაფრთხოების განცდაში, ასევე რისკის აღების უნარის განვითარებაში. დედები ხშირად იყენებენ რბილ, ემოციურად დაკავშირებულ მიდგომას, ხოლო მამები უფრო მკაფიო წესებს. ორივე სტილი მნიშვნელოვანია: დედის მიდგომა აძლიერებს ემპათიას, ხოლო მამის მიდგომა – პასუხისმგებლობას. კვლევები აჩვენებს, რომ მამების ჩართულობა თამაშში და სწავლებაში პირდაპირ უკავშირდება ბავშვის ენობრივ და კოგნიტურ განვითარებას. დედის როლი კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემოციური სტაბილურობისთვის და სოციალური კავშირების განვითრებისთვის.
დედა და მამა განსხვავებულ, მაგრამ თანაბრად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ბავშვის ცხოვრებაში. დედა ხშირად არის ემოციური საყრდენი, ხოლო მამა – სტიმული დამოუკიდებლობისა და გამბედაობისთვის. მათი ერთობლივობა ქმნის გარემოს, სადაც ბავშვი იზრდება ჯანმრთელი, თავდაჯერებული და სოციალურად ადაპტირებული.
მნიშვნელოვანია, რომ დედა და მამა შეთანხმდნენ ძირითად წესებზე და დისციპლინის მიდგომაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვი იბნევა და უსაფრთხოებას კარგავს. მამამ და დედამ შეიძლება თანაბრად ვერ დაუთმონ ბავშვს დრო, თუმცა პატარასთან თამაში, საუბარი და სწავლის პროცესში ორთავეს ჩართულობა აუცილებელია.
მიუხედავად განსხვავებული სტილისა, ორივე მშობელმა უნდა გამოხატოს ზომიერი სიყვარული და მხარდაჭერა. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ ორივე მის გვერდითაა.
ზოგჯერ მშობოლებმა უნდა გაცვალონ როლები. მაგალითად დედა შეიძლება ჩაერთოს აქტიურ თამაშში, ხოლო მამა – მშვიდ, საგანმანათლებლო აქტივობაში. ეს აძლიერებს ბავშვის კრეატიულობას და ურთიერთობას ორივე მშობელთან. მშობლებს შორის შეთანხმებული მიდგომა ქმნის სტაბილურ გარემოს ბავშვისთვის.
და რაც ყველაზე მთვარია, არასდროს დააყენოთ ბავშვი არჩევანის წინაშე: დედა vs მამა!“
ავტორი: მაგდა კოტრიკაძე

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით დაიცავით შემდეგი რეკომენდაციები, განსაკუთრებით ასთმის და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებმა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights