ნიუ-ჯერსიში, 47 წლის კაცი ანაფილაქსიური შოკით გარდაიცვალა. სიკვდილის შემდეგ, სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ მას წითელი ხორცის მიმართ ალერგია ჰქონდა განვითარებული, რაც ტკიპა Amblyomma americanum-ის ნაკბენმა გამოიწვია.
კაცი პირველად, ავად გახდა სტეიკის ჭამიდან რამდენიმე საათში, თუმცა რეაქცია მალევე ჩაცხრა და პრობლემას ყურადღება არ მიაქცია. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი მან ოჯახთან ერთად, ერთი კვირის შემდეგ ჰამბურგერი ჭამა, რაც ფატალური შედეგით დასრულდა.
ეს ტკიპას ნაკბენით გამოწვეული მსგავსი ალერგიის გამო ადამიანის გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.
კვლევამ აჩვენა, რომ კაცის სისხლში ანაფილაქსიური რეაქციების ბიოლოგიურ ინდიკატორ ტრიპტაზას შემცველობა ყოველ მილილიტრზე 2000 გრამს აღემატებოდა. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ფატალური ანაფილაქსიების შემთხვევებში ფიქსირდება.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

