ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025
მთავარიაკრედიტაციაAccreditation Canada-ის ქართველი ექსპერტი ირინე ფხაკაძე ევროპული კლინიკების აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობდა -...

Accreditation Canada-ის ქართველი ექსპერტი ირინე ფხაკაძე ევროპული კლინიკების აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობდა – საერთაშორისო წარმატება

Accreditation Canada-ის ქართველი ექსპერტი ირინე ფხაკაძე ევროპული კლინიკების აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობდა – საერთაშორისო წარმატება

შესაბამისად – “ქართველი ექსპერტების პროფესიონალიზმი” უკვე საერთაშორისოდ ექსპორტირდება.

ირინე ფხაკაძე არის პირველი ქართველი ექსპერტი, რომელმაც, როგორც საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის შემფასებელმა,
ოფიციალურად მიიღო მონაწილეოება ევროპული კლინიკების აკრედიტაციის პროცესში.
ეს არ არის მხოლოდ პერსონალური წარმატება, ეს არის საქართველოს დარგობრივი ექსპერტების რესურსების მასშტაბური აღიარება.

Accreditation Canada
ირინე ფხაკაძე Accreditation Canada ს კოლეგებთან ერთად

რატომ არის ირინე ფხაკაძის წარმატება სტრატეგიული მნიშვნელობის?

საქართველოში სამი წლის წინ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციაზე თითქმის არავინ საუბრობდა.
დღეს კი, როგორც პროფესორი გიორგი ფხაკაძე შენიშნავს:

„საქართველოს ჯანდაცვა ახალ რეალობაშია. ჩვენ უკვე არა მხოლოდ საქართველოში ვნერგავთ საერთაშორისო სტანდარტებს, არამედ თავად ვმონაწილეობთ აღნიშნულის უცხოეთში დანერგვის პროცესში.

საერთაშორისო მააკრედიტირებელ ორგანიზაცია “Accreditation Canada”- სთან საქართველოს 24-მა კლინიკამ დაიწყო თანამშრომლობა, თუმცა მათ შორის მხოლოდ 9 დაწესებულებამ შეძლო Qmentum International სრული ციკლის წარმატებით დასრულება და სწორედ ამ ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა საერთაშორისო ორგანიზაციის “Accreditation Canada”-ს ქართული გუნდი, რომელსაც წარმოადგენს ირინე ფხაკაძე.”

ცნობისთვის – Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში არის საერთაშორისო ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე 

Accreditation Canada
Giorgi pkhakadze

Accreditation Canada-ის ოფიციალური მონაცემებით (2025), საქართველოში მოქმედი 9 კლინიკა არის სრულად აკრედიტირებული Platinum დონეზე:

o Georgian Patriarchate’s St. Joachim and Anne Medical Center
o Hera 2011
o Jo Ann University Hospital
o Kutaisi St. David Agmashenebeli Church Hospital Ksenoni
o LTD Multiprofile Clinic Consilium Medulla
o LTD N Qiron
o National Health Organization LTD (Kutaisi)
o Pineo Medical Ecosystem
o Vivamedi LLC

სწორედ ეს 9 კლინიკა საქართველოში პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით უწყვეტად აუმჯობესებს მკურნალობისა და მომსახურების ხარისხს.
რისკების იდენტიფიცირება და მინიმიზაცია, ინფექციების პრევენცია და კონტროლის გაუმჯობესება, უსაფრთხო მედიკამენტების მართვა და სტანდარტიზებული კლინიკური პროცედურები – ეს ის პროცესებია, რომელთა გაუმჯობესებაზე გუნდთან ერთად, როგორც მრჩეველი და როგორც საერთაშორისო შემფასებელი, მუშაობდა ირინე ფხაკაძე.

  Accreditation Canada-ს უპრეცედენტო ტრენინგი საქართველოში, რომელსაც 200-მდე პროფესიონალი დაესწრო - მედიკამენტების შეჯერება

ირინე ფხაკაძე – AC ექსპერტი, რომლის პროფესიული საქმიანობით საქართველო კიდევ ერთხელ აისახა ევროპულ რუკაზე.

მიმდინარე წლის ნოემბერში კვიპროსში, კერძოდ ნიქოზიასა და ლარნაკაში
განხორციელდა Accreditation Canada-ს პირველი საერთაშორისო შეფასების რთული, მრავალსაფეხურიანი ვიზიტი, რომელშიც ირინე ფხაკაძემ:

განახორციელა სტანდარტების შესაბამისად პოლიტიკებისა და პროცედურების ანალიზი, პაციენტის უსაფრთხოების სისტემური შეფასება, კლინიკური მომსახურების ხარისხის შეფასება, ადმინისტრაციული და სამედიცინო პერსონალის კომპეტენციებისა და პროფესიული განვითარების შეფასება, სამედიცინო აღჭურვილობისა და ფიზიკური გარემოს შეფასება.

ჩატარებული სამუშაო თავისი მოცულობითა და შინაარსით ნამდვილად წარმოადგენს ეროვნული მნიშვნელობის მოვლენას.

ირინე ფხაკაძის კომენტარი:

“ევროპული კლინიკის შეფასებაში მონაწილეობა ნამდვილად იყო მაქსიმალური პროფესიული პასუხისმგებლობის დემონსტრაცია, სადაც მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების უკან დგას პაციენტის უსაფრთხოება. ვიცოდი, რომ ამ პროცესში გარკვეულწილად წარმოვადგენდი საქართველოს და არ ვიყავი მარტო — ჩემს უკან იდგა AC-ის ქართული გუნდი.”

როგორ გახდა საქართველო ექსპერტიზის ექსპორტიორი?

Accreditation Canada Georgia Office სამი წლის წინ შეიქმნა, დღეს გუნდში
12 მაღალკვალიფიკაციური დარგის სპეციალისტია გაერთიანებული,
მათგან 6 უკვე ოფიციალური International Surveyor-ია. შეთანხმებული გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე ქართველი ექსპერტები ევროპაში მინიმუმ 6 ჰოსპიტალს შეაფასებენ.

Accreditation Canada-ს საერთაშორისო ქსელში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა.
ეს მართლაც უიშვიათესი შემთხვევაა: ეროვნული ექსპერტიზა ექსპორტზე გადის იმ მოცემულობაში, როცა თავად ქვეყანაში ჯერ კიდევ არ დასრულებულა საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების პროცესი.

ირინე ფხაკაძე აღნიშნავს:

“ევროპაში ჩატარებული შეფასება ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობების მკაფიო დემონსტრაციაა, დიახ, საქართველო მზად არის არა მხოლოდ ისწავლოს, არამედ ასწავლოს. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ ეს გამოცდილება ქართულ კლინიკებში დავაბრუნოთ და სისტემური განვითარებისთვის გამოვიყენოთ.”

ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან:

როგორ შეაფასებდით ქართველი ექსპერტის მონაწილეობას პირველ საერთაშორისო შეფასებაში კვიპროსზე და რა მნიშვნელობა აქვს ამას საქართველოსთვის?
–  ეს ნიშნავს, რომ ქართული პროფესიული რესურსი უკვე აღიარებულია და ევროპის პროფესიულ სივრცეში ინტეგრირებულია.

  პროგრესირებადი მიოპიის პათოგენეზის თანამედროვე ასპექტები - ოფთალმოლოგ ილონა წერედიანის გზამკვლევი

ეს არის ერთგვარი ოფიციალური დასტური, რომ ქართველ ექსპერტს შეუძლია, სრულად დააკმაყოფილოს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემფასებლებისთვის წაყენებული მოთხოვნები და უზრუნველყოს სტანდარტების მაღალი დონის პრაქტიკული შესრულება.

რატომ შეძლო საქართველოს 24 კლინიკიდან მხოლოდ 9 კლინიკამ აკრედიტაციის მოპოვება?

– აკრედიტაცია მოითხოვს სტრუქტურულ ცვლილებებს, გამართულ პროცესებს, ხელმძღვანელი გუნდის პასუხისმგებლობას და გუნდის მომზადებას. ბევრი კლინიკა ჯერ მზად არ არის, რადგან ეს პროცესი სისტემურ ძალისხმევასა და რეალურ ცვლილებებს საჭიროებს.

ირინე ფხაკაძის ოფიციალური აკადემიური ბიოგრაფია:

ირინე ფხაკაძე არის მედიცინის დოქტორი, პროფესორი და Accreditation Canada Advisor.
აქვს ორ ათეულ წელზე მეტი გამოცდილება უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და ხარისხის მართვის სფეროში. მუშაობს საქართველოს კლინიკებთან საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე, ატარებს ტრენინგებს, ახორციელებს შეფასებებს და ოპტიმიზაციას უწევს პროცესებს პაციენტზე ორიენტირებული მიდგომებით.
მისი საქმიანობა ეფუძნება People-Centred Care პრინციპებს, WHO–ISO სტანდარტებზე ადაპტირებულ პრაქტიკებს და საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესების ღრმა ცოდნას.
2025 წლიდან არის Accreditation Canada-ის ოფიციალური საერთაშორისო შემფასებელი, რაც მის როლს გლობალური ხარისხის ქსელში კიდევ უფრო ამაღლებს.
მისი მისიაა: უსაფრთხო, გამჭვირვალე და სანდო ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბება საქართველოში.

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights