სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისიახლეები„იწვევს სისხლდენას, მაღალ სიცხესა და დიარეას“ - რა ვიცით „მარბურგის ვირუსის“ შესახებ,...

„იწვევს სისხლდენას, მაღალ სიცხესა და დიარეას“ – რა ვიცით „მარბურგის ვირუსის“ შესახებ, რომელიც ეთიოპიაში გავრცელდა

ეთიოპიაში მარბურგის ვირუსის ეპიდემიის გავრცელება ოფიციალურად დადასტურდა. აფრიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ვირუსი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ვრცელდება.

მარბურგის ვირუსი“ ერთ-ერთი ყველაზე საშიში ჰემორაგიული პათოგენია, რომელიც ებოლას ჰგავს და იწვევს მძიმე სისხლდენას, მაღალ სიცხესა და დიარეას. ინფექციის ინკუბაციის პერიოდი 21 დღემდეა, ხოლო სიკვდილიანობა 25%-დან 80%-მდე მერყეობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სამხრეთ ეთიოპიაში მინიმუმ 9 ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული. დიაგნოზი ქვეყნის ეროვნულმა ლაბორატორიამ ოფიციალურად დაადგინა და მიმდინარეობს დამატებითი ეპიდემიოლოგიური კვლევები. ექიმების თქმით, გამოვლენილი შტამი შესაძლოა დაკავშირებული იყოს აღმოსავლეთ აფრიკაში ადრე გავრცელებულ ვარიანტებთან.

მარბურგის ეპიდემია ბოლო წლებში სხვა რეგიონებშიც დაფიქსირდა – ტანზანიაში მას 10 და რუანდაში 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინა ამჟამად არ არსებობს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  გამოძიება დაიწყო - მიუსაფარი ძაღლის ასაფეთქებელი ნივთიერებით მძიმედ დაზიანების ფაქტი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights