ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
მთავარიშენი ექიმიშეიძლება თუ არა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მუნით დაინფიცირდეთ

შეიძლება თუ არა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მუნით დაინფიცირდეთ

თბილისსა და ბათუმში ათასობით სკოლასა და ბაღში პარაზიტული ინექცია მუნია გავრცელებული.

ბოლო პერიოდში თბილისის კლინიკებში მომრავლდა მუნის შემთხვევები — ეს არის პარაზიტული კანის ინფექცია, რომელსაც იწვევს ტკიპა.

ინფექცია იწვევს ძლიერ ქავილს და მცირე, მოწითალო კვანძების გაჩენას კანზე

“სიტუაცია ისეთია, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც წლის განმავლობაში მოსახლეობის 1%-ს მუნი აღენიშნება. დაახლოებით ასეთი მონაცემები გვაქვს და საქართველოშიც 1%-ზე ნაკლებია. მთავარია, პროფილაქტიკისთვის მოვერიდოთ ინფიცირებულთან კონტაქტს. თუ ადამიანს ქავილი აწუხებს, ის ექიმს აუცილებლად უნდა გაესინჯოს”, — განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ. მან მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მუნის განსაკუთრებული მატება არ შეინიშნება, ის ყოველ წელს ფიქსირდება და ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს.

მისი თქმით, მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება.

„მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია“, – აღნიშნა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

სპეციალისტების განმარტებით, მუნის მკურნალობა ადვილია და ის კანით კანზე, მჭიდრო, ხანგრძლივი კონტაქტით ვრცელდება.

რა არის მუნი და რა უნდა ვიცოდეთ, რომ დაავადება თავიდან ავიცილოთ.

მანუალ თერაპევტი, ფსიქოლოგი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი, მამუკა რაშოიანი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში თბილისის კლინიკებში მომრავლდა მუნის შემთხვევები — ეს არის პარაზიტული კანის ინფექცია, რომელსაც იწვევს ტკიპა.

„გაფრთხილება: თბილისში გავრცელდა კანის დაავადება — მუნი

ბოლო პერიოდში თბილისის კლინიკებში მომრავლდა მუნის შემთხვევები — ეს არის პარაზიტული კანის ინფექცია, რომელსაც იწვევს ტკიპა.
სიმპტომები:
  • ძლიერი ქავილი, განსაკუთრებით ღამით;
  • წვრილი გამონაყარი და სიწითლე კანზე;
  • ხშირად – გამონაყარი თითებს შორის, მაჯებზე, მუცელზე, მკერდზე ან სასქესო არეში“ – წერს მამუკა რაშოიანი.

როგორ ამოვიცნოთ მუნი, როგორია დაავადების ნიშნები და მახასიათებლები და რა დროს უნდა მივმართოთ ექიმს – თემაზე აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი, მალვინა ჯავახაძე საუბრობს:

  ანაფილაქსია - მწვავე, სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციაა

„მუნს 1-2 წერტილოვანი, ხაზოვანი რკალი და გამონაყარი ახასიათებს. მას ტკიპა იწვევს. მუნის ტკიპა კანს კბენს, აკეთებს ხვრელს, სადაც კვერცხებს დებს. კანზე წყვილ-წყვილი ელემენტებია. ასეთი ელემენტები, რომლებიც დღის განმავლობაში, თითქოს, უფროსებისთვის შეიძლება, შეუმჩნეველი იყოს, ბავშვებისთვის ძალიან შემაწუხებელია. ძლიერი ქავილი ეწყებათ“.

ექიმი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მუნის შესახებ წერს და რეკომენდაციებს გვიზიარებს, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ამ დაავადებისგან.

როგორ ვლინდება მუნი?! 

მუნი ანუ ბღერი ბობოქრობს? დღეს უკვე მესამე პაციენტი ვნახე ამ დიაგნოზით!!! მუნს იწვევს ტკიპა sarcoptes scabiei, კანზე მოხვედრის შემდეგ ის აღწევს კანქვეშ და „თხრის“ პატარა გვირაბებს, იქ დებს კვერცხებს, საიდანაც 3-4 დღეში იჩეკება ლავრა, რომელიც იზრდება და გადადის სხვა უბნებზე, ეს პერიოდი კვერცხიდან ზრდასრულამდე 2-3 კვირა გრძელდება!!! გავრცელებას ხელს უწყობს ხალხმრავალი გარემო (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები).

დასუსტებული იმუნიტეტი – ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა,
ჰიგიენური ნორმების დარღვევა (თუმცა ბღერი არ არის მხოლოდ „ბინძურთა დაავადება“, სუფთა გარემოშიც შეიძლება გავრცელდეს!)“ – ამბობს ექიმი.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ძალიან ბევრი ნივთი, რომელიც შეხებაშია მუნით დაავადებულ პაციენტთან, აუცილებლად უნდა იყოს სპეციალურად დამუშავებული,

მისივე თქმით, თუ ოჯახში რომელიმე წევრს დაუდასტურდა მუნი, სხვა წევრები რისკს წარმოადგენენ და აუცილებელია მკურნალობის ჩატარება.

„ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია მკვეთრად გამოხატული ქავილი და ქავილის შედეგად შესაძლებელია კანზე განაკაწრები გამოჩნდეს, მეორადად დაინფიცირდეს, ეს მისი ერთ-ერთი გართულებაა, რომელიც არცთუ ისე ხშირად ვითარდება.
ძალიან ბევრი ნივთი, რომელიც შეხებაშია მუნით დაავადებულ პაციენტთან, აუცილებლად უნდა იყოს სპეციალურად დამუშავებული. რაკი ჩვენ ახლო კონტაქტებზე ვსაუბრობთ, თუ ოჯახში რომელიმე წევრს დაუდასტურდა მუნი, სხვა წევრები წარმოადგენენ, რა თქმა უნდა, რისკს და როდესაც მკურნალობაზე ვსაუბრობთ, ოჯახის ამ წევრებთანაც მკურნალობის ჩატარება აუცილებელია“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

“მუნი გადადის ადამიანიდან ადამიანზე ინფიცირებულის კანთან მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტით. ამიტომ პარაზიტი ძირითადად გადადის ოჯახის წევრებზე და სქესობრივ პარტნიორებზე. ასევე გადაეცემა ტანსაცმლით, პირსახოცით, თეთრეულით, რბილი სათამაშოებით. დაავადება, როგორც წესი, არ გადადის ხანმოკლე კონტაქტით, მაგალითად, ხელის ჩამორთმევით და ჩახუტებით. პარაზიტის გადაცემა ძალიან იშვიათია მყარ ზედაპირებთან შეხებით. შესაბამისად, მაგალითად, ავეჯის ზედაპირებთან შეხება არ წარმოადგენს ინფიცირების რისკ-ფაქტორს”, — წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

 

  ჯანმრთელობა პრიორიტეტია – რატომ არ უნდა ჰქონდეს ფინანსებს გავლენა სამედიცინო გადაწყვეტილებებზე?

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights