კვირა, ნოემბერი 16, 2025
მთავარიშენი ექიმითუ შეამჩნევთ ამ სიმპტომებს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს

თუ შეამჩნევთ ამ სიმპტომებს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს

მიღებული საკვების მონელების შეფერხების შეგრძნება, გულისრევა ან ნაადრევი დანაყრება – ეს ნიშნები შეიძლება მიუთითებდეს კუჭის კიბოზე.

თუ შეამჩნევთ ამ სიმპტომებს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. ამასთან, შესაბამისი სიმპტომები, შესაძლოა ასოცირებული იყოს არა კიბოსთან, არამედ კუჭ-ნაწლავის სხვა პათოლოგიასთან, მაგრამ ჯერ ყველაზე საშიში ვარიანტები უნდა გამოირიცხოს.

კუჭის კიბოს დიაგნოსტიკისთვის ექიმები მიმართავენ ფიბროგასტროდუოდენოსკოპიის მეთოდს (FGDS). ეს პროცედურა ტარდება 45 წლიდან, ხოლო 60 წელს გადაცილებულებს ყოველწლიურად ესაჭიროებათ მისი ჩატარება.

კუჭის კიბოს რისკფაქტორებია: Helicobacter pylori ბაქტერიით ინფექცია, ჭარბი წონა და უმოძრაო ცხოვრების წესი, ცოცხალი ბოსტნეულის და ხილის არასაკმარისად მოხმარება და ნიტრატებით გაჯერებული საკვების მიღება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რა ნიშნებით ვლინდება ვენური დაავადებები - წონა, 5 საათზე მეტ ხანს ჯდომა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights