ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
მთავარისხვა-ამბებისკანდალი გრძელდება -„არუნ ხათრი არის სახალხო აფერისტი“ - გიორგი ფხაკაძე არუნ ხათრის...

სკანდალი გრძელდება -„არუნ ხათრი არის სახალხო აფერისტი“ – გიორგი ფხაკაძე არუნ ხათრის აფთიაქში იმყოფებოდა

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ხალხური მედიცინის სპეციალისტის არუნ ხათრის აფთიაქში იმყოფებოდა.

გიორგი ფხაკაძე ვიდეო მიმართვაში ამბობს, რომ არუნ ხათრი სახალხო აფერისტია.

„არუნას ვეწვიე . როგორც მოსალოდნელი იყო… არა ერთი დარღვევა დაფიქსირდა…

ბატონი არუნ ხათრი არის სახალხო აფერისტი. მე მივმართავ მომხმარებლების უფლებების სააგენტოს.

ამ პროდოქტს აწერია აშვაგანდა. აშვაგანდა ეს არის პროდუქტი, რომელსაც აქვს გვერდითი მოვლენები. პროდუქტს არ აქვს ქართული წარწერა, არ არის მითითებული გვერდითი მოვლენების შესახებ. საჯაროდ გამოკრულ ინფორმაციაშიც კი არ იყო მითითებული გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია…“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე

“საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის – PHIG” ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობდა, რომ „Herbal Healing“-ის მიერ წარმოებული პროდუქტი — (საზოგადოებაში ცნობილია, როგორც „აშვაგანდა“; აღნიშნული პროდუქცია ეკუთვნის საქართველოში მცხოვრებ ბლოგერ Arun Khatri-ს ) — არ არის რეკომენდირებული და მისი გაყიდვა საქართველოში მიმდინარეობს მოქმედი რეგულაციების დარღვევით.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  უნიკალური პროცესორი, რომელიც ადამიანის ტვინის ქსოვილისგანაა დამზადებული
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights