კვირა, ნოემბერი 16, 2025
მთავარიბლოგი„ტენტორიუმი“ და აუტიზმის „მკურნალობის“ ყალბი დაპირება

„ტენტორიუმი“ და აუტიზმის „მკურნალობის“ ყალბი დაპირება

„ტენტორიუმი“ და აუტიზმის „მკურნალობის“ ყალბი დაპირება

ბოლო დღეებში კომპანია „ტენტორიუმი“ ავრცელებს სარეკლამო მასალას, სადაც მათი პროდუქცია დაკავშირებულია აუტიზმის „მკურნალობასთან“.
მსგავსი განცხადებები განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან:
• აუტიზმი არ არის დაავადება, არამედ ნეიროგანვითარებითი მდგომარეობაა.
• აუტიზმს არ აქვს წამალი და არც ერთი დანამატი ან „ბუნებრივი საშუალება“ ვერ კურნავს მას.
• საქართველოს მთავრობის დადგენილება №227 (2024 წ.) მკაფიოდ კრძალავს საკვები დანამატისთვის ჯანმრთელობის მკურნალობითი ეფექტის მითითებას.
• მსგავსი ქმედება არღვევს მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონსაც და წარმოადგენს კომერციულ თაღლითობას.
რატომ არის ეს საშიში?
ასეთი რეკლამა:
• ცრუ იმედს აძლევს ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ აუტიზმის სპექტრზე მყოფი ბავშვები.
• აფერხებს რეალური, მეცნიერულად დამტკიცებული მეთოდების გამოყენებას (ქცევითი თერაპია, სპეციალური განათლება, რეაბილიტაცია).
• ბავშვების ჯანმრთელობასა და მომავალს საფრთხეს უქმნის.
რას ვაკეთებთ ჩვენ
Supplement.ge – დამოუკიდებელი პლატფორმაა საქართველოში, რომელიც ამოწმებს დანამატების ხარისხს.
Tentorium-ის ქმედება დაფიქსირდა და კომპანია შეტანილია „წითელ სიაში“ როგორც კანონის დამრღვევი.
ინფორმაცია ასევე გადაიგზავნება სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურში.
პირადი კომენტარი
პროფესორი გიორგი ფხაკაძე:
„აუტიზმს წამალი არ აქვს. ვინც ამ სიტყვას იყენებს გაყიდვებში, ის არღვევს კანონს და საზოგადოებას აბოლებს. ეს არის მავნე ქმედება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
მომავალ კვირას პირადად ვესტუმრები „ტენტორიუმის“ წარმომადგენლობას და ვკითხავ: სად არის მათი პასუხისმგებლობა და რატომ არღვევენ კანონს?“
სანდო და დადასტურებული ინფორმაცია იხილეთ:
კონფლიქტების დეკლარაცია:
ავტორს არ აქვს კომერციული ან სხვა ინტერესები. ტექსტი მომზადებულია მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
პროფესორი გიორგი ფხაკაძედავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი) — საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  Long COVID რეალურია — მეცნიერებმა პირველად შეძლეს ვირუსული ცილოვანი ფრაგმენტების იდენტიფიცირება იმ ადამიანების სისხლში, რომლებსაც გრძელვადიანი COVID (Long COVID) აწუხებთ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights