პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
მთავარისხვა-ამბებისაკვები პროდუქტები, რომლებიც ბავშვს ტვინის და მეხსიერების განვითარებაში ეხმარება

საკვები პროდუქტები, რომლებიც ბავშვს ტვინის და მეხსიერების განვითარებაში ეხმარება

საკვები პროდუქტები, რომლებიც ბავშვს ტვინის და მეხსიერების განვითარებაში ეხმარება

ბავშვთა ნევროლოგი, თამარ ედიბერიძე იმ საკვები პროდუქტების ჩამონათვალს გვთავაზობს, რომლებიც ბავშვს ტვინის და მეხსიერების განვითარებაში დაეხმარება. სპეციალისტმა აღნიშნულის შესახებ გადაცემაში, „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა:

„ეს პროდუქტები არამარტო ბავშვებისთვის, არამედ ყველასთვის სასარგებლოა, ესენია მაგალითად წყალი, სითხის დეფიციტისა და გაუწყლოების მიმართ ტვინი განსაკუთრებით მგრძნობიარეა. მნიშვნელოვანია ცილით მდიდარი საკვები, ასევე უჯერი ცხიმოვანი მჟავები, მაგალითად თევზი, რომელიც ტვინს ძალიან უყვარს.

მნიშვნელოვანია ტვინისთვის ქოლინი, რომელიც არის კვერცხში. ასევე – თხილეული რომელიც მდიდარია პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით და მაგნიუმით.

B ჯგუფის ვიტამინები ასევე არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება მწვანე ბოსტნეულს, ის მდიდარია ფოლატებით, ანტიოქსიდანტებით და C ვიტამინით ასევე მნიშვნელოვანია კენკროვანის მიღება. ეს პროდუქტები ბავშვებს მეხსიერების განვითარებაში დაეხმარება“, – ამბობს ბავშვთა ნევროლოგი.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პარალელურად, პრემიერის გადაწყვეტილებით, ნარკოტიკის მომხმარებლებზე ზრუნვაც პრიორიტეტად განისაზღვრა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights