By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
შენი დაავადებაშენი ექიმი

ახალშობილები ინფიცირდებიან დაავადებული დედის სამშობიარო გზის გავლის შედეგად

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ნოემბერი 11, 2026 7:21 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
7 წუთიანი წაკითხვა
ახალშობილები ინფიცირდებიან დაავადებული დედის სამშობიარო გზის გავლის შედეგად
გაზიარება

მოუსმინეთ მოკლე მიმოხილვას

გონორეა, მაღალი ინფექციურობის მქონე დაავადება, ძირითადად სქესობრივი გზით გადადის და შეიძლება ახალშობილებშიც გავრცელდეს დედის სამშობიარო გზის გავლის შედეგად. განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან ახალგაზრდა ადამიანები, რადგან მათი სქესობრივი აქტივობა მაღალია. გონორეის სიმპტომები შესაძლოა ხანმოკლე იყოს, თუმცა დროთა განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები. დაავადების გავრცელება უკავშირდება სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებს, როგორიცაა უმუშევრობა და ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება. მნიშვნელოვანია, რომ გონორეის შემთხვევაში დროულად მიმართოთ ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ გართულებები. პრაქტიკული რჩევა: რეგულარულად მოინახულეთ ექიმი და გამოიყენეთ დაცვა სქესობრივი აქტივობის დროს.

სრული სტატია იხილეთ შენი ექიმის საიტზე
#drpkhakadze #sheniekimi #შენიდაავადება #შენიექიმი #ახალშობილებიინფიცირდებიანდაავადებულიდედისსამშობიაროგზისგავლისშედეგად

გ ო ნ ო რ ე ა

გონორეა მაღალინფექციური დაავადებაა, რომელიც გადაეცემა სქესობრივი გზით. იგი აზიანებს, პირველ რიგში, იმ სასქესო ორგანოებს, რომლებიც ამოფენილია ცილინდრული და ჯირკვლოვანი ეპითელიუმით (ურეთრა, ცერვიკალური არხი, სწორი ნაწლავის ქვედა არხი, თვალის კონიუნქტივა და ა.შ.). ლორწოვანის ეპითელიუმი, წარმოდგენილი ბრტყელი ეპითელიუმით (საშო, ვულვა), კანი პათოლოგიურ პროცესში იშვიათად ერთვება. ამასთან საშო და ვულვა ბავშვთა ასაკში საკმაოდ მგრძნობიარეა გონოკოკური ინფექციის მიმართ.
როგორც წესი, გონორეა გადაეცემა სქესობრივი (ჩვეულებრივი პირდაპირი გზა) და ზოგჯერ არაპირდაპირი გზით (საერთო საწოლი, ღამის ქოთანი, პირსახოცი, სამედიცინო ინსტრუმენტები და ა.შ.). საყოფაცხოვრებო გზით (საერთო ტუალეტის საგნებით) ინფექცია გადაეცემა 1%-ზე ნაკლებ შემთხვევაში. ახალშობილები ინფიცირდებიან დაავადებული დედის სამშობიარო გზის გავლის შედეგად.
გონორეის სოციალური მნიშვნელობა განპირობებულია ავადობის მაღალი დონით, ხშირი გართულებებით და დემოგრაფიულ მაჩვენებელზე არასასურველი გავლენით, რაც საგრძნობლად ზრდის ქალისა და მამაკაცის უშვილობის სიხშირეს.
ჩვენს დროში გონორეის მაღალი გავრცელება განპირობებულია, როგორც გამომწვევის თავისებურებებით (კერძოდ, ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტობით, რაც გამოწვეულია მათი უკონტროლო გამოყენებით თვითმკურნალობის შედეგად), ასევე სოციალური ფაქტორებით:
– დემოგრაფიული ცვლილებები, რაც არის განპირობებული მოსახლეობის ახალგაზრდა ასაკის, მათ შორის მარტოხელა პირების სიმრავლით, განქორწინების სიხშირის ზრდით; სქესობრივი ცხოვრების პერიოდის გაზრდით;
– სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები (ქალაქის მაცხოვრებლების ზრდა, თავისუფალი დროის მატება, საერთაშორისო ტურიზმი…);
– არადამაკმაყოფილებელი ეკონომიკური პირობები: უმუშევრობა, მატერიალური ხელმოკლეობა, სამკურნალო პრეპარატების ხელმიუწვდომლობა, მათი მაღალი საფასურის გამო…;
– საზოგადოების გარკვეული წარმომადგენლების საქსუალური ორიენტაციისა და ქცევის თავისებურებანი (ნარკოტიკული და ალკოჰოლური საშუალებების გამოყენება, პროსტიტუცია, ჰომოსექსუალიზმი, მაღალი რისკ-ჯგუფის წარმომადგენლები.
დასნებოვნების წყარო არის გონორეით დაავადებული ადამიანი, რომელმაც არ იცის ინფექციის არსებობაზე, ხშირი უკონტროლო და დაუცველი სქესობრივი კავშირი , სქესობრივი პარტნიორების ცვლა. ინფექციისათვის ხელსაყრელ პირობას წარმოადგენს ორგანიზმის ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურება (ურეთრის განიერი გარეთა ხვრელი, ეპი- და ჰიპოსპადია…). დასნებოვნების რისკის მნიშვნელოვანი ფაქტორია ახალგაზრდა ასაკი (გონორეით დაავადებულთა 80% – 15-დან 29 წლამდე ასაკის პირები), რაც დაკავშირებულია სქესობრივი ცხოვრების მაღალ აქტივობასთან, სოციალურ-ეკონომიკურ არასტაბილურობასთან და ა.შ.
გონორეის გამომწვევია Neisseria gonorrhoeae, რომელიც აღმოჩენილ იქნა 1879წ. ა. ნეისერის მიერ. ოჯახი neisseriaceae გვარი gonorrhoeae წარმოადგენს გრამ (-) დიპლოკოკს, რომლის სიგრძე არის 1,25-1,6მკმ და 0,7-0,9მკმ სიგანე, აქვს ყავის მარცვლის ფორმა, პირისპირ შეზნექილი მხარეებით. გონოკოკს აქვს სამშრიანი გარეთა მემბრანა, ციტოპლაზმატური მემბრანა, ციტოპლაზმა რიბოსომებითა და ბირთვული ვაკუოლით. თავისთავად გონოკოკები უჯრედში განლაგებული არიან ჯგუფურად. ვირულენტური გონოკოკები გარეთა მემბრანის ზედაპირზე შეიცავენ პილების ძაფებს, რის მეშვეობითაც მჭიდროდ ემაგრებიან ეპითელურ უჯრედებს. პილებს აგრეთვე მიაწერენ გენეტიკური ინფორმაციის გადაცემის უნარს. გონოკოკებს შეუძლიათ გადავიდნენ პილირებული მდგომარეობიდან არაპილირებულ მდგომარეობაში და პირიქით, იმის და მიხედვით, განიცდის თუ არა პილების გენის ექსპრესიას, რაც თავისმხრივ რეგულირდება სხვადასხვა ტიპის გონოკოკების პროტეინებით.
გონორეის ინკუბაციური პერიოდი მერყეობს ერთი დღიდან ერთ თვემდე,შერეული ინფექციების დროს შეიძლება იყოს მეტიც. (საშუალოდ კაცებში 3-4 დღე, ქალებში ენდოცერვიტის სიმპტომები დგება 10 დღეში). შერეული ინფექციიის დროს ინკუბაციური პერიოდი იზრდება. გონოკოკური ინფექცია ვრცელდება შარდ-სასქესო ტრაქტის მეშვეობით: უკანა ურეთრაში, პროსტატაში, სათესლე ბუშტუკებში, სათესლე დანამატზე, ფალოპის მილებზე, საკვერცხეებზე და ა.შ. დასაშვებია, აგრეთვე, რეტროგენულად ინფექციის შეტანა საშვილოსნოსა და სათესლე დანამატში, საშვილოსნოს ან თესლის გამომტანი სადინრის ანტიპერისტალტიკური მოძრაობის შედეგად. იშვიათად ხდება ჰემატოგენური დისემინაცია გონოკოკების ტრანზიტორული გონოკოკემიით ან გონოკოკური სეფსისით, რაც გამოვლინდება გონოკოკური სეპტიცემიითა და სეპტიკოპიემიით.
გონოკოკს მოძრაობის უნარი არ გააჩნია. იგი ვრცელდება ლიმფის, სისხლის, სპერმატოზოიდებთან მიერთების, მენსტრუაციის (მენსტრუაციის დროს უფრო იოლი ხდება უჯრედშიდა შეღწევა), მექანიკური გადაადგილების შედეგად.
როდესაც გონოკოკი მოხვდება სისხლში, კილერ ფაქტორების მიერ ხდება მათი დახოცვა, თუ დახოცვა არასრულია იწყება გონორეული სეფსისი.
არსებობს ცნება – დისემინირებული გონორეული ინფექცია, რომელშიც ყველაზე ხშირად გვხვდება ართრიტი და ტენდოსინოვიტი.
არჩევენ: ახალ გონორეას (2თვემდე), რომელიც მიმდინარეობის მიხედვით იყოფა შემდეგ სტადიებად: მწვავე, ქვემწვავე და ტორპიდული (მცირესიმპტომური), ქრონიკული (2თვეზე მეტი ხანგრძლივობის), რომელიც ხშირად მიმდინარეობს ტორპიდულად და მწვავდება მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედებით, და აგრეთვე ლატენტური გონორეა, რომლის დროსაც გონოკოკების ლორწოვან გარსზე არსებობა არ იწვევს ანთებით რეაქციას.
გონორეა მამაკაცებში – კაცებში გონოკოკმა შეიძლება გამოიწვიოს წინა და უკანა ურეთრიტი, ორხიტი, ეპიდიდიმიტი და პროსტატიტი. ახალი მწვავე წინა გონორეული ურეთრიტი ხასიათდება მჭრელი ტკივილით მოშარდვის დაწყებისას, უხვი ჩირქოვანი გამონადენით მოყვითალო ან მოყავისფრო ფერის რომელიც სვრის თეთრეულს, ურეთრის ბაგეების შეშუპებით და ჰიპერემიით, შარდსადენის არხის დაკიდული ნაწილის მტკივნეულობით, შარდი არის მღვრიე ჩირქის გამო შარდის პირველ პორციაში. მკურნალობის გარეშე 3-10 დღეში მწვავე ურეთრიტი გადადის ქვემწვავეში, რომლის დროს ნაკლებად არის გამოხატული ქავილი, მჭრელი ტკივილი მოშარდვისას, არა უხვი, უპირატესად დილის სეროზულ – ჩირქოვანი გამონადენი, ურეთრის ბაგეებზე ნაკლებად არის გამოხატული ჰიპერემია და შეშუპება. ტორპიდული ურეთრიტი მოდის ქვემწვავე ურეთრიტის შემდეგ, ან როგორც ქვემწვავე მიმდინარეობს თავიდანვე. ახალი მწვავე ტორპიდული ურეთრიტის დროს გახშირებულია მოშარდვაზე მოთხოვნილება, მჭრელი ტკივილი არის უკვე მოშარდვის ბოლოს, ტერმინალური ჰემატურია, ხშირი მტკივნეული ერექციები და პოლუციები, ჰემოსპერმია; შარდი არის მღვრიე.
ახალ ქვემწვავე ან ტორპიდული პროცესის დროს ეს სიმპტომები ნაკლებად არის გამოვლენილი ან საერთოდ არ არის. ქრონიკული გონორეული ურეთრიტი მიმდინარეობს ტორპიდულად ან ასიმპტომურად (3 თვის შემდეგ – 95% ავადმყოფებში).
გონორეა ქალებში ხასიათდება მრავალფეროვანი და ხშირად ასიმპტომური (სანამ არ განვითარდება – მცირე მენჯის ორგანოების ანთება) მიმდინარეობით. ამიტომაც მხოლოდ 10-20% ქალების მიმართავენ ექიმს დამოუკიდებლად, დანარჩენი მკურნალობენ პროფილაქტიკის ან გართულების შედეგად.
ურეთრიტი – გამოვლინდება გონორეით დაავადებული ქალების 90%-ში, ხოლო მწვავე ურეთრიტის დროს ავადმყოფები უჩივიან მოშარდვის დროს წვასა და ტკივილს, გახშირებულ შარდვას (ურეთროცისტიტი); ურეთრის ბაგეები ჰიპერემიულია, შეშუპებულია, ურეთრის კედლები ცომის კონსისტენციისაა, მისი მასაჟის შედეგად გამოდის ჩირქის წვეთი. ახალი ტორპიდული ან ქრონიკული გონორეული ურეთრიტის დროს, სუბიექტური გამოვლინებები, როგორც წესი, არ აღენიშნებათ. ურეთრაში შეიძლება ისინჯებოდეს ინფილტრაცია. შეიძლება იყოს არაუხვი ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი ურეთრის გარეთა ხვრელიდან.
ვაგინიტი – საშოს ყელის ანთება, აღენიშნებათ ორსულებს, ქალებს მენოპაუზის დროს და გოგონებს (ვულვო-ვაგინიტი). მწვავე სტადიაში აწუხებთ უხვი გამონადენი, წვა და ქავილი, საშოს გარსი შეშუპებული და ჰიპერემიულია, განსაკუთრებით ტორპიდული ან ქრონიკული პრიცესების დროს, კლინიკური გამოვლინებები მცირეა ან საერთოდ არ არის;
ენდოცერვიციტი – საშვილისნოს ყელის ანთება. ყველაზე ხშირი გამოვლენაა ქალთა გონორეის; მწვავე პროცესის დროს არის თეთრად შლა, საშოს საშვილოსნოსკენა ყელის ნაწილი შეშუპებული და ჰიპერემიულია, ცერვიკალური არხიდან არის ლენტისმაგვარი გამონადენი, ირგვლივ არის ღია წითელი ეროზია; ქრონიკული პროცესის დროს საშვილოსნოს ყელი ადვილად სისხლმდენია, საშვილოსნოს ყელი გასქელებულია, მის ზედაპირზე ფორმირდება ცირკულარული ფოლიკულური ეროზია, ჩანს ყელის ჯირკვლოვანი კისტები, ხოლო გამონადენი არაუხვია;
ბართოლინიტი – დიდი ვესტიბულური ჯირკვლების ანთებაა, ხშირად არის ორმხრივი, ანთება შეიძლება შემოსაზღვრული იყოს მხოლოდ გამომტანი სადინრით, ვრცელდება ჯირკვლის სანათურზე ან მის ფარგლებს გარეთ. მწვავე პროცესის დროს ჯირკვლის სადინარი პალპაციისას არის მტკივნეული, მოგრძო ცომისმაგვარი კონსისტენციის სახით. ხელის დაჭერისას გამოდის ჩირქი. დინების დარღვევის შედეგად ვითარდება რეტენციული კისტა ან ცრუ აბსცესი.
გონორეის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება
– ბაქტერიოლოგიური,
– ბაქტერიო-სკოპიური,
– პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქციის მეთოდები

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
FacebookTwitter

გონორეა — სიმპტომები

სიმპტომები, რომლებიც ამ დაავადებასთან ერთად განიხილება. თითოეულზე დეტალური ინფორმაცია სიმპტომების ცნობარშია.

გამონაჟონი / სეკრეციაგამონაჟონი / სეკრეციასიმპტომიშეშუპება / ოიდემაშეშუპება / ოიდემასიმპტომიკანის ქავილიკანის ქავილისიმპტომისახსრების ტკივილისახსრების ტკივილისიმპტომისისხლი შარდშისისხლი შარდშისიმპტომი

სხვა სტატიები: გონორეა

  • ჰონორეა – ბაქტერიალური, ვენერიული დაავადება, რომლის წყაროს წარმოადგენს ჰონოკოკი

იხილეთ ასევე: ინფექციური

გრიპიდენგეს ცხელებადიზენტერიადიფტერიაებოლას ვირუსული დაავადებაეპშტეინ-ბარის ვირუსული ინფექციაექინოკოკოზითეთრი ცხელება
დაავადებების ცნობარისიმპტომების ცნობარი

პრეპარატები, რომელთა ჩვენებებშიც მოხსენიებულია: გონორეა

სია ეფუძნება პრეპარატების ოფიციალურ ინსტრუქციებში მითითებულ ჩვენებებს და არ წარმოადგენს სამკურნალო რეკომენდაციას. არ მიიღოთ წამალი ექიმის კონსულტაციის გარეშე.
ჰექსიკონი 16მგ #10ვაგ.სუპ(ნიჟფშარდ-სასქესო სისტემა და სასქესო ჰორმონები · ქლორჰექსიდინი ქიმიური სახელწოდება: (4-ქლორფენილ)-3,12-დიამინრეცეპტითციპროდექსი 500ანტიინფექციური საშუალებებირეცეპტითროსისეპტინიანტიინფექციური საშუალებები · chlorhexidineურეცეპტოდკომბიციდი 1.5გ ფლ ვენისანტიინფექციური საშუალებებიციპროანტიინფექციური საშუალებები · ciprofloxacinრეცეპტითამოქსაცილინიანტიინფექციური საშუალებებირეცეპტითროქსიჰექსალი 300მგ #10ტანტიინფექციური საშუალებები · roxithromycinრეცეპტითენფექცია 500მგ #10ტანტიინფექციური საშუალებები · cefuroxime axetilრეცეპტითსპარფლო 200მგ #30ტდერმატოლოგიური საშუალებებირეცეპტითამოქსიცილინი250მგ/5მლ100მლ(ჰემანტიინფექციური საშუალებებირეცეპტითნოლიცინი 400მგ #20ტანტიინფექციური საშუალებები · ნორფლოქსაცინი (norfloxsacin) სამკურნალწამლო ფორმა: აპკისებურრეცეპტითროქსიტრომიცინი 150მგ #10ტ GMPსხვა პრეპარატები
ყველა პრეპარატი (153)

რომელ ექიმს მივმართოთ

სპეციალისტები, რომელთა პროფილსაც ეს მიეკუთვნება. პირველ რიგში შეგიძლიათ ოჯახის ექიმს მიმართოთ.

გინეკოლოგიდერმატო-ვენეროლოგი

SheniEkimi.ge — 18 სამედიცინო ბაზა

სიმპტომებიდაავადებებიექიმებიკლინიკებიწამლებიდანამატებიანალიზები და დიაგნოსტიკასამედიცინო მასალებიფარმაციაგანათლებარეაბილიტაციასამედიცინო დაზღვევაესთეტიკური მედიცინასტომატოლოგიაოპტიკავეტერინარიავაქცინებისპეციალობები

ნაცრისფრად მონიშნული ბაზები მზადდება.

TAGGED:ახალშობილები ინფიცირდებიან დაავადებული დედის სამშობიარო გზის გავლის შედეგად
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

შენი ექიმი

როგორ ამოვიცნოთ კოლორექტული კიბო ადრეულ ეტაპზე

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
აუტიზმი და ნაწლავები
შენი ექიმი

რას ამბობს მეცნიერება – ვაქცინები იწვევს, აუტიზმს?

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
მეცნიერებმა სიმსივნის განადგურების ახალი მეთოდი აღმოაჩინეს - ეს აღმოჩენა კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში ახალ გზებს ხსნის
მეცნიერებაშენი ექიმი

კიბოსგან გადარჩენის გზა აღმოჩნდა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ვიტილიგო
ბლოგიშენი ექიმი

წამლისმიერი გამონაყარი – რა იწვევს ასეთ გართულებას? – წამლისმიერი გამონაყარი წარმოადგენს მნიშვნელოვან სიგნალს…

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?