პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
მთავარისხვა-ამბებიტინიტუსი ანუ ხმაური და შუილი ყურებში ე.წ. კრისტალების გადაადგილება და სმენის უეცარი...

ტინიტუსი ანუ ხმაური და შუილი ყურებში ე.წ. კრისტალების გადაადგილება და სმენის უეცარი დაქვეითება – რა კავშირშია ყურში კრისტალების გადაადგილება თავბრუსხვევასთან, ყურში შუილსა და ხმაურთან?

ტინიტუსი – ხმაური და შუილი ყურებში

ტინიტუსი ანუ ხმაური და შუილი ყურებში ე.წ. კრისტალების გადაადგილება და სმენის უეცარი დაქვეითებარა კავშირშია ყურში კრისტალების გადაადგილება თავბრუსხვევასთან, ყურში შუილსა და ხმაურთან?
„ტინიტუსს უწოდებენ აღქმის გაუკუღმართებას, ეს არის ფანტომური ხმა, რომელიც გვესმის მხოლოდ ჩვენ აკუსტიკური გამღიზიანებლების გარეშე ანუ ბუნებაში არ არის ხმაური დაჩვენს თავში აღმოცენდება. ის ხშირად არის დაკავშირებული სმენის პრობლემებთან და ზოგადად, ყურის დაავადებებთან 90 პროცენტი. შეიძლება დაიწყოს ბანალური მიზეზით. მაგალითად, გოგირდოვანი საცობის არსებობით, თუმცა ეს მარტივად მოსაგვარებელია. თუმცა, შესაძლოა დაკავშირებული იყოს გარეთა შუა და შიგნითა ყურის პათოლოგიებთან. აღსანიშნავია შიგნითა ყურის სენსო-ნევრალური აპარატის დაზიანებით გამოწვეული, სენსო-ნევრალური სმენის დაქვეითების შემთხვევები, რომელიც ძალიან დიდ პროცენტში იწვევს ტინიტუსის აღმოცენებას,

ტინიტუსი განიხილება როგორც აისბერგის წევრი, რადგან მის გარშემო მოიაზრება ძალიან ბევრი პრობლემა.უნდა ჩატარდეს დიპ-დიაგოზტიკა. „ემერაი“ შესაძლოა ყველა პრობლემას ვერ ხვდებოდეს, ამიტომ უნდა გაკეთდეს კატე-ტომოგრაფია, სისხლის ანალიზი და ა.შ. უნდა შეფასდეს სმენა.

ძალიან დიდი ფაქტორია სტრესი. არსებობს სტრესთან შეჭიდული ტინიტუსი, რომელსაც უწოდებენ სტრესულ ხმაურს, რომელიც ყურში გვესმის“ – განაცხადა  ექიმმა-ნეიროოტოლოგმა ეკატერინე ხარხელმა „იმედის“ გადაცემაში რუბრიკაში „დიეტა +“ ქეთი ასათიანთან ერთად.

ეკატერინე ხარხელის თქმით, კრისტალები ჩვენ გვჭირდება წონასწორობის დასაცავად.

ექიმმა ისაუბრა სმენის დაქვეითების გამომწვევ მიზეზებზეც.

„არსებობს სმენის ასაკობრივი დაქვეითება, სმენის დაქვეითება 40 წლის შემდეგ. არსებობს საინტერესო ფენომენი, სმენის უეცარი დაქვეითება, რომელსაც არაფერი არ  აპროვოცირებს.

პაციენტები ამბობენ, რომ გაიღვიძეს და ცალ ყურში სმენა არ აქვთ. ჰგონიათ, რომ ეს გაივლის და აგვიანებენ ექიმთან ვიზიტს. ეს არის ისეთი პათოლოგია, რომელიც სწრაფ, გადაუდებელ რეაგირებას და დახმარებას მოითხოვს. ეს ის განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა დაავადება ყალიბდება 72 საათში, თუ სწრაფად არ ჩაერიე, დაიწყება შეუქცევადი ცვლილებების განვითარება ყურში და სმენა აღარ აღდგება…“- ამბობს ეკატერინე ხარხელი.

  მსოფლიოში პირველი CRISPR–Cas9 გენის რედაქტირების თერაპია ნამგლისებრუჯრედოვანი დაავადების და ტრანსფუზიაზე დამოკიდებული β-თალასემიის სამკურნალოდ

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights