ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
მთავარისამინისტროგანსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვის სისტემების განვითარების, სოციალური დაცვისა და სამედიცინო განათლების სფეროში...

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვის სისტემების განვითარების, სოციალური დაცვისა და სამედიცინო განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებაზე

ჯანდაცვის მინისტრი, ბუდაპეშტში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერს შეხვდა, რომელიც უნგრეთის ჯანდაცვის, განათლების, სოციალურ საკითხებსა და სხვა მიმართულებებს ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვის სისტემების განვითარების, სოციალური დაცვისა და სამედიცინო განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებაზე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს მომავალში ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და ინსტიტუციური პარტნიორობის გაძლიერების პერსპექტივებზე.

მინისტრმა აღნიშნა, რომ უნგრეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში, ისე სხვა საზოგადოებრივ მიმართულებებში.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყანაში ინფექციური დაავადებების პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights