კვლევა: დაკავშირებულია არა მხოლოდ თავად დაავადებასთან, არამედ სიმპტომების სიმძიმესთან – ტკბილი გაზიანი სასმელები ქალებში დეპრესიის რისკს ზრდის

0
612
გაზიანი სასმელი,

გერმანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტკბილი გაზიანი სასმელების რეგულარული მოხმარება დეპრესიის განვითარების ალბათობას ზრდის და მის სიმპტომებს აძლიერებს, განსაკუთრებით ქალებში.

Medical Xpress-ის ცნობით, მეცნიერებმა 2014-2018 წლებში თითქმის ათასი ზრდასრული გერმანელის მონაცემები შეისწავლეს. კვლევის 405 მონაწილეს დაუდგინდა დეპრესია, ხოლო 527-ს – არა. ანალიზმა აჩვენა, რომ ტკბილი გაზიანი სასმელებისხშირი მოხმარება დაკავშირებულია არა მხოლოდ თავად დაავადებასთან, არამედ სიმპტომების სიმძიმესთან. ყველაზე თვალსაჩინო კავშირი ქალებში აღინიშნა – მათში, ვინც რეგულარულად სვამდა გაზიან სასმელებს, დეპრესიის ალბათობა 17%-ით მეტი იყო, ხოლო სიმპტომები უფრო მძიმედ მიმდინარეობდა. მკვლევრები ამას ნაწლავის მიკრობიომში ცვლილებებით ხსნიან.

ქალებში, რომლებიც ტკბილ სასმელებს ანიჭებდნენ უპირატესობას, Eggerthella-ს გვარის ბაქტერიების გაზრდილი რაოდენობა აღმოაჩინეს. ეს ბაქტერიები ადრეც იყო დაკავშირებული დეპრესიულ მდგომარეობასთან, თუმცა ეს პირველი დამაჯერებელი მტკიცებულებაა, რომ Eggerthella მართლაც შუამავლის როლს ასრულებს გაზიან სასმელებსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის.

მეცნიერთა თქმით, გაზიანი სასმელები შეიცავს შაქარს, კონსერვანტებსა და დამატკბობლებს, რომლებიც ნაწლავის მიკროფლორის ბალანსს არღვევენ. ეს ანთების გამომწვევი ბაქტერიების ზრდას უწყობს ხელს და ამცირებს დამცავი ცხიმოვანი მჟავების გამომუშავებას. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ ასეთმა ცვლილებებმა შეიძლება ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები გამოიწვიოს და დეპრესიული ქცევა გააძლიეროს.

კაცებში მსგავსი კავშირი არ გამოვლენილა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მიზეზი შეიძლება ჰორმონალურ განსხვავებებში ან იმუნური რეაქციის თავისებურებებში იყოს​.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  როცა ტვინი მინერალებზეა დამოკიდებული — როგორ აყალიბებს მიკროელემენტები ნევროლოგიურ ფუნქციას

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ