By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
გამოგვყევით
მეცნიერებასიახლეებისხვა-ამბებიშენი ექიმი

ისტორიაში პირველად, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია – მეცნიერებმა ჰანტინგტონის დაავადების პროგრესირება 75%-ით შეანელეს

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: სექტემბერი 25, 2025 5:30 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
2 წუთიანი წაკითხვა
გაზიარება

არსებობს ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც ჯერჯერობით არ იკურნება და პაციენტების სიცოცხლის განმავლობაში მუდმივად პროგრესირებს. მათ შორისაა ჰანტინგტონის დაავადება, რომელიც მეტწილად მემკვიდრეობითია და ტვინის უჯრედების განადგურებას, საბოლოოდ კი — 15-20 წელში — სიკვდილს იწვევს.

ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებს სხვადასხვა სიმპტომი აღენიშნებათ, როგორიცაა კონცენტრაციის გაძნელება, გაღიზიანებადობა, უკონტროლო მოძრაობები, სუიციდური აზრები და სხვა მენტალური მდგომარეობები. მხოლოდ აშშ-ში ჰანტინგტონის დაავადების შემთხვევები დაახლოებით 41 000-ს უტოლდება, რისკის წინაშე კი 200 000-ზე მეტი პირია.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა უკანასკნელი მიღწევა მათთვის იმედის მომცემია. სპეციალისტებმა ახალი ტიპის გენური თერაპია შეიმუშავეს, რომელიც ტვინის მიმდებარედ ხანგრძლივ ქირურგიულ პროცედურას საჭიროებს. ცდის პირველადი შედეგები აჩვენებს, რომ ამის შედეგად პაციენტებში დაავადების პროგრესირება 75%-ით შენელდა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ეს დამატებით ათწლეულების განმავლობაში “კარგი ხარისხის სიცოცხლეს” უდრის, როგორც ავტორები ამბობენ.

“ყველაზე თამამ ოცნებებშიც ვერ წარმოვიდგენდით, რომ კლინიკურ პროგრესირებას 75%-ით შევანელებდით”, — აცხადებს სარა თაბრიზი, რომელიც ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ჰანტინგტონის დაავადების ცენტრის დირექტორია.

კვლევის შედეგების მიმოხილვა კომპანია uniQure-მა გამოაქვეყნა, მაგრამ სრული ნაშრომი ჯერ არ გასაჯაროებულა. ამის მიუხედავად, ეს მონაცემები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რადგან პაციენტებში დაავადების განვითარების შენელების ეფექტი სამი წლის შემდეგაც შენარჩუნდა. როგორც ცნობილია, კვლევაში ჩართული 29 ადამიანიდან ზოგი უკვე ეტლსაც აღარ იყენებს, ერთ-ერთი მათგანი კი სამსახურშიც კი დაბრუნდა.

რაც შეეხება თავად თერაპიას, ის გენმოდიფიცირებული ვირუსის მეშვეობით ტოქსიკურ ცილა ჰანტინგტინის დონის შემცირებას გულისხმობს. სწორედ ისაა პასუხისმგებელი ტვინში არსებული ნეირონების სიკვდილზე. ახალი მეთოდით ნეირონები მიკრორნმ-ს წარმოქმნის, რომელიც მავნე ცილის გამოყოფას ეწინააღმდეგება.

ავტორები უკვე მუშაობენ ისეთ ადამიანებთან, რომელთაც ჰანტინგტონის დაავადებასთან ასოცირებული გენი აქვთ, მაგრამ სიმპტომები ჯერ არ დასწყებიათ. ისინი პირველი საპრევენციო ცდის ჩატარებას გეგმავენ იმის გასარკვევად, შეძლებენ თუ არა დაავადების მნიშვნელოვნად გადავადებას ან, მეტიც, შეჩერებას.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
FacebookTwitter
TAGGED:ისტორიაში პირველადსაკმაოდ მაღალი მაჩვენებელია - მეცნიერებმა ჰანტინგტონის დაავადების პროგრესირება 75%-ით შეანელეს
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

რა დროს მთავრდება მწერის ნაკბენი სიკვდილით - 💉 როგორ მოვიქცეთ და რა უნდა ვატაროთ თან?
შენი ექიმი

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ და რა პირველადი დახმარება აღვმოუჩინოთ დაზარალებულს – ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, როგორ უნდა მოვიქცეთ ფუტკრის, ბზიკისა და კრაზანის ნაკბენის დროს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ბროკოლი-ქალები
შენი ექიმი

კიბოს წამალი ამ ბოსტნეულშია – ეს მარტივი და ხელმისაწვდომი პროდუქტი უამრავი დადებითი მახასიათებლით გამოირჩევა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
სიმსუქნის ვაქცინა – რეალობა თუ მორიგი მითი?
ბლოგიშენი ექიმი

Moderna-ს ახალი mNEXSPIKE ვაქცინა და საქართველოს რეალობა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ვაგინალური კანდიდოზი – სოკოვანი ინფექცია, რომლის შესახებ ყველა ქალმა უნდა იცოდეს
შენი ექიმი

ვაგინალური კანდიდოზი – სოკოვანი ინფექცია, რომლის შესახებ ყველა ქალმა უნდა იცოდეს ⚠️

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?