არასწორი კვება, პირდაპირ კავშირშია დემენციის და პარკინსონის დაავადების, დეპრესიის, ასევე, დიაბეტის, კიბოს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკებთან

0
4486
არასწორი კვება, პირდაპირ კავშირშია დემენციის და პარკინსონის დაავადების, დეპრესიის, ასევე, დიაბეტის, კიბოს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკებთან

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა 15-წლიანი კვლევის შედეგები გაასაჯაროვა, რომელიც აჩვენებს, თუ რა გავლენას ახდენს კვების რაციონი, ტვინის ჯანმრთელობასა და ქრონიკული დაავადებების განვითარებაზე.

ექსპერიმენტში 2500 ხანდაზმული ადამიანი მონაწილეობდა და მათ 15 წლის მანძილზე აკვირდებოდნენ. აღმოჩნდა, რომ მათ, ვინც რეგულარულად მოიხმარდა წითელ და გადამუშავებულ ხორცს (ბეკონი, ძეხვეული, ბურგერები) და შაქრიან გაზიან სასმელებს, უფრო მეტად ჰქონდათ გულის დაავადებებისა და დემენციის განვითარების რისკი. ამ რაციონმა „კვების ანთებითი ინდექსის” (EDII) მიხედვით, ყველაზე მაღალი ქულები დაიმსახურა.

ამრიგად, ახლა უკვე მტკიცებით ფორმაში შეგვიძლია იმის თქმა, რომ არასწორი კვება, პირდაპირ კავშირშია დემენციის და პარკინსონის დაავადების, დეპრესიის, ასევე, დიაბეტის, კიბოს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკებთან.

და პირიქით, დაბალანსებული კვების რაციონის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად მცირდება ქრონიკული დაავადების განვითარების რისკი. ეს კი, იმაზე მიუთითებს, რომ ჯანსაღი კვება ქრონიკული ანთების (ანთების და დაბერების კომბინაცია) პროცესს ანელებს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  სახსრებისათვის სასარგებლო ნაყენების მიღების შემდეგ მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება – სახსრები ადვილად იწყებს მოხრას, მათი ხრაშუნი და ტკაცუნი ქრება, ასევე ქრება კუნთების კრუნჩხვა, სიარული მსუბუქი და მოხერხებული ხდება

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ