პარასკევი, სექტემბერი 19, 2025
მთავარისამინისტრო10 წელი საქართველოში ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის დაწყებიდან - „ჯანდაცვის სამინისტრო ძვლის ტვინის...

10 წელი საქართველოში ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის დაწყებიდან – „ჯანდაცვის სამინისტრო ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უზრუნველყოფს“

„10 წელი საქართველოში ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის დაწყებიდან“, – ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკამ, 10 წლის შედეგები შეაჯამა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სტუმრებს სიტყვით ჯანდაცვის მინისტრმა მიმართა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფოს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის როგორც პროგრამის დაწყებაში, ისე მის განვითარებაში. დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უზრუნველყოფს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას.

შეხვედრაზე აღინიშნა ისიც, რომ მნიშვნელოვან სამომავლო მიზანს ქვეყნისთვის WMDA – მსოფლიოს ღეროვანი უჯრედების დონორთა რეგისტრში გაწევრიანება წარმოადგენს. როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, მსგავსი რეგისტრის შექმნა საქართველოში განსაკუთრებულ შესაძლებლობას მისცემს იმ პაციენტებს, ვისაც ნათესაური დონორი არ ჰყავთ და სამედიცინო მომსახურების მისაღებად წასვლა უცხოეთში უწევთ.

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ სილვიუ დომენტეს შეხვდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights