By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
შენი ექიმი

 საუზმის მნიშვნელობა და აუცილებლობა ბავშვებისა და მოზარდებისთვის – “იმ ბავშვებთან, რომლებიც დილით საუზმეს არ მიირთმევენ, ემოციური ფონი გაცილებით უარესია. აკადემიური მოსწრებითაც ჩამორჩებიან“

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: სექტემბერი 12, 2025 4:38 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
3 წუთიანი წაკითხვა
უზრუნველყავით ბავშვების უსაფრთხოება
#post_seo_title
გაზიარება

 საუზმის მნიშვნელობა და აუცილებლობა ბავშვებისა და მოზარდებისთვის

რატომ არის საუზმე აუცილებელი ბავშვებისთვის: მეცნიერების მიერ დადასტურებული ფაქტები

საუზმე ბავშვის დღის დასაწყისში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები კომპონენტია. მრავალი გამოკვლევა აჩვენებს, რომ ბავშვები, რომლებიც დილას საკვებს არ იღებენ, ხშირად გამოხატავენ ნეგატიურ ემოციებს — ისინი ხდებიან გაღიზიანებულები, რთულად აკონტროლებენ ყურადღებას და აკადემიური მოსწრებით ჩამორჩებიან იმ თანატოლებს, რომლებიც სრულფასოვნად საუზმობენ.

დიეტოლოგებისა და ფსიქოლოგების თანახმად, დილის საკვების გამოტოვება პირდაპირ კავშირშია ბავშვების ქცევით და გონებრივ განვითარებასთან. მიუხედავად იმისა, რომ საუზმე მცირე დროის რესურსს მოითხოვს, მშობლების დიდი ნაწილი მაინც ტოვებს ამ მნიშვნელოვან რუტინას.

ხშირად ვიმართლებთ თავს — „სკოლაში შეჭამს“, „არ შია“, ან უბრალოდ ვერ ვასწრებთ 10–15 წუთით ადრე გაღვიძებას. მაგრამ სწორედ ამ რამდენიმე წუთით ადრე ადგომა შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი ბავშვის დღის წარმატებისთვის.

თუ გსურთ, რომ თქვენს შვილს ჰქონდეს ემოციური სტაბილურობა, კონცენტრაციის უნარი და წარმატება სასწავლო პროცესში — დილის საუზმე შეუცვლელი ნაბიჯია.

ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი გადაცემაში “იმედის დღე” მოწვეულ სპეციალისტთან ერთად, საუზმის მნიშვნელობაზე საუბრობს:

„მრავალრიცხოვანი კვლევა არსებობს, რომ იმ ბავშვებთან, რომლებიც დილით საუზმეს არ მიირთმევენ, ემოციური ფონი გაცილებით უარესია. უფრო მეტად გაღიზიანებულები არიან და აკადემიური მოსწრებითაც ჩამორჩებიან იმ თანატოლებს, რომლებიც დილით საუზმობენ. საუზმე, თითქოს, მარტივი რამ არის. მაგრამ, 15 წუთით ადრე ადგომაც კი მშობელს დისკომფორტს უქმნის. უნდა ვაღიაროთ, რომ ხშირად ჩვენც ვცოდავთ და ვამბობთ: “არა უშავს, იყოს, სკოლაში მიირთმევს…”

პედიატრი თეა აბჟანდაძე ამობს, რომ საუზმე, რომელიც ძირითადად ნახშირწყლებითაა აწყობილი, ბავშვისთვის გემრიელია.

„საუზმისთვის იდეალური კომპონენტებია  შესახებ საუბრობს:

– როდესაც საუზმეში კვერცხია, უნდა ვიცოდეთ, რომ ის ცილის წყაროა.

ავოკადო -ჯანსაღი ცხიმის წყაროა.

რუხი პური – ის ნელი ნახშირწყლების წყაროა და დღის განმავლობაში, სისხლში შაქრის რეგულარული დონის შენარჩუნებას ხელს უწყობს.

ხილი, ბოსტნეული – მათში ვიტამინებია, ასევე ბოჭკო, რომელიც კუჭ-ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირებისათვის გვჭირდება.

წყალი – ჰიდრატაციისთვის აუცილებელია.

საუზმე, რომელიც ძირითადად ნახშირწყლებითაა აწყობილი, ბავშვისთვის გემრიელია, მაგრამ რაკი ასეთი პროდუქტები შაქრის მაღალი შემცველობითაა გამორჩეული, სისხლში შაქრის დონის სწრაფ მატებას და შემდეგ, ასევე სწრაფ კლებას გამოიწვევს. შეიძლება, ბავშვი თავიდან თავს ენერგიულად გრძნობდეს, მაგრამ შემდეგ აუცილებლად დაღლილი იქნება და შიმშილის შეგრძნება მეტად გაუჩნდება.“

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
FacebookTwitter
TAGGED:ემოციური ფონი გაცილებით უარესია. აკადემიური მოსწრებითაც ჩამორჩებიან“რომლებიც დილით საუზმეს არ მიირთმევენსაუზმის მნიშვნელობა და აუცილებლობა ბავშვებისა და მოზარდებისთვის - "იმ ბავშვებთან
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

აფლატოქსინის შემოწმების მსოფლიოში არსებული უმაღლესი სტანდარტით ვხელმძღვანელობთ - სეს
შენი ექიმი

აფლატოქსინის შემოწმების მსოფლიოში არსებული უმაღლესი სტანდარტით ვხელმძღვანელობთ – სეს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ბავშვის ნერვული სისტემა და დამოუკიდებლობა - სინამდვილეში როგორ ყალიბდება ბავშვში დამოუკიდებლობა
შენი ექიმი

ხმაურით გამოწვეული სმენის დაზიანება ხშირად იწყება შეუმჩნევლად – “არ შეიძლება, დინამიკების ამხელა ხმის ქვეშ ამდენი ბავშვი შეკრიბო და დაბადების დღე გადაუხადო”

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს საექთნო განათლების მიმართულებით უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლებისა და პროფესიული განათლების სტანდარტების გადახედვის მნიშვნელობას და შესაბამისი რეკომენდაციების გაწევის გზით აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს
შენი ექიმი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს საექთნო განათლების მიმართულებით უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლებისა და პროფესიული განათლების სტანდარტების გადახედვის მნიშვნელობას და შესაბამისი რეკომენდაციების გაწევის გზით აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
შენი ექიმი

რა არის ერექციული დისფუნქცია და რა არის მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზები?

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?