სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიროგორც პირისპირ შეხვედრა, ასევე ტელეფონით საუბარი იწვევდა სტრესის ჰარმონიას, კორტიზოლის დონის მკვეთრ...

როგორც პირისპირ შეხვედრა, ასევე ტელეფონით საუბარი იწვევდა სტრესის ჰარმონიას, კორტიზოლის დონის მკვეთრ შემცირებას და „სიყვარულის ჰორმონის“, ოქსიტოცინის მატებას – დაურეკეთ დედას!

ვისკონსინის უნივერსიტეტის მკველავრებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტი, რომელშიც 7-დან 12 წლამდე ასაკის გოგონები მონაწილეობდნენ.

მათ ჯერ სტრესული დავალებები შეასრულეს, მაგალითად საჯარო გამოსვლა და მათემატიკური ამოცანები. შემდეგ ბავშვები ოთხ ჯგუფად გაყვეს. ერთი ჯგუფი მარტო დარჩა, მეორე ჯგუფის წევრები პირადად შეხვდნენ დედას, მესამე ჯგუფის წევრები დედას ტელეფონით ესაუბრნენ, მეოთხე ჯგუფმა კი მხოლოდ ტექსტური შეტყობინებები გაგზავნა.

შედეგმა აჩვენა:

როგორც პირისპირ შეხვედრა, ასევე ტელეფონით საუბარი იწვევდა სტრესის ჰარმონიას, კორტიზოლის დონის მკვეთრ შემცირებას და „სიყვარულის ჰორმონის“, ოქსიტოცინის მატებას. ეს ეფექტი პრაქტიკულად იგივე იყო, როგორც მაშინ,  როცა ბავშვი დედას ეხუტება.

ტექსტური შეტყობინებები არანაირ პოზიტიურ გავლენას არ ახდენდა. შედეგი ისეთივე იყო,თითქოს, ბავშვი  მარტო დარჩა.

მეცნიერების დასკვნით, ადამიანის ემოციურ და ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე უდიდესი გავლენა აქვს არა მხოლოდ ფიზიკურ შეხებას, არამედ დედის ხმის ტონსა და ინტონაციას. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ტვინი დედის ხმას აიგივებს უსაფრთხოებასთან და დაცულობასთან. ამიტომაც როცა თავს დაძაბულად და მოწყენილად გრძნობთ, დაურეკეთ დედას. შესაძლოა, მისი ხმის მოსმენა ისეთივე ეფექტური აღმოჩნდეს, როგორც ჩახუტება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  სიმსივნესთან ასოცირებული დაღლა და კახექსია/სიგამხდრე - მიზეზები, მთავარი ნიშნები, რატომ ხდება? როგორ ვამჩნევთ?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights