პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
მთავარიშენი ექიმიდუშეთში სასწრაფოს ექიმებმა ტურისტი სიკვდილს გადაარჩინეს

დუშეთში სასწრაფოს ექიმებმა ტურისტი სიკვდილს გადაარჩინეს

დუშეთის რაიონული სამსახურის პირველი ბრიგადა გამოძახებაზე იმყოფებოდა, როდესაც ახალი გამოძახება მიიღო.

ლოზუნგი – სასუნთქ გზებში უცხო სხეული.

აღმოჩნდა, რომ საქართველოში, სტუმრად მყოფი ტურისტების ოჯახი სადილზე გზად მდებარე ერთ-ერთ რესტორანში შეყოვნდა. სადილობისას ერთ-ერთ მათგანს, ახალგაზრდა ქალს მოულოდნელად რაღაც გადასცდა, როგორც შემდეგ გაირკვა, ხორცის ნაჭერი და დაეწყო ზედა სასუნთქი გზების სრული ობსტრუქცია.

ექიმი ლიანა ნათელაშვილი, ადგილზე მისულებს დაგვხვდა სრული პანიკა და დაბნეულობა. წამებში მოხდა პაციენტის მდგომარეობის შეფასება და დავიწყეთ ჰეიმლიკის მანევრის ჩატარება, რომელიც დაახლოებით 45-50 წუთი გაგრძელდა. აქვე უნდა აღვნიშნო აღნიშნული კვების ობიექტის თითოეული წევრის მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ჩართულობა. ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის.
ერთ-ერთი მანიპულაციის დროს პაციენტმა ხმის ამოღება შეძლო და ექიმო, მიშველეო -მომმართა. როგორც კი შევძელით პაციენტის მდგომარეობის დასტაბილურება, სასწრაფო წესით ჰოსპიტალიზაციის პროცესი დავიწყეთ. გადავიყვანეთ სასწრაფო დახმარების მანქანაში, ავიყვანეთ მონიტორზე და სტაბილურ მდგომარეობაში თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში შევიყვანეთ.“
ექიმ ლიანა ნათელაშვილის თქმით, აუცილებლად აღსანიშნავია მისი გუნდის წევრების ექთანის ეკატერინე გელოვანისა და სასწრაფო დახმარების მძღოლის დემურ გვრიტიშვილის მაღალი პროფესიონალიზმი. ამ უკანასკნელმა, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტისკენ მიმავალი გზა საცობის გამო თითქმის სრულად იყო პარალიზებული, შეუძლებელი შეძლო და ბრიგადის წევრები გამოძახების ადგილას ოპერატიულად მიიყვანა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  როგორია უძილობის გამომწვევი მიზეზები - შესაძლოა, უძილობა მრავალი განსხვავებული ფაქტორით იყოს გამოწვეული. მოდით, განვიხილოთ თითოეული მათგანი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights