პარასკევი, სექტემბერი 19, 2025
მთავარიშენი ექიმი7 ნაბიჯი უსაფრთხო დანამატის შესარჩევად

7 ნაბიჯი უსაფრთხო დანამატის შესარჩევად

7 ნაბიჯი უსაფრთხო დანამატის შესარჩევად

1. კომპანიის ლეგალურობა
• ეტიკეტზე უნდა ეწეროს მწარმოებლის ან იმპორტიორის სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონი, ვებგვერდი/Facebook).
•თუ ეს ინფორმაცია არ არის — პროდუქტი არ არის სანდო.
2. პროდუქტის რეგისტრაცია
• დანამატს ქართულ ენაზე ეტიკეტი აუცილებლად უნდა ჰქონდეს.
• თუ იყიდება აფთიაქში ან რეგისტრირებულ მაღაზიაში → დამატებითი პლუსია.
• თუ იყიდება მხოლოდ ონლაინ → კომპანიის მთავარ ვებსაიტზე აუცილებლად უნდა იყოს სრული ინფორმაცია: ინგრედიენტები, თარიღები, წარმოების ქვეყანა, უსაფრთხოების ინსტრუქცია.
•თუ ეს დეტალები არ არის — პროდუქტი არ არის რეკომენდებული.
3. წარმოების ხარისხი (GMP)
• პროდუქტი უნდა იყოს დამზადებული GMP სტანდარტის ქარხანაში.
• ეს ინფორმაცია უნდა იყოს მითითებული ეტიკეტზე ან კომპანიის ოფიციალურ გვერდზე.
•თუ ინფორმაცია არ ჩანს — პროდუქტის ხარისხი ეჭვქვეშ დგება.
4. ლაბორატორიული ანალიზი (CoA)
• თითოეულ პარტიას (Batch/LOT) უნდა ჰქონდეს ლაბორატორიული ანალიზის სერტიფიკატი.
• მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ეს დოკუმენტი.
•თუ კომპანია უარს ამბობს — პროდუქტი არ არის რეკომენდებული.
5. მარკირება და QR კოდი
ეტიკეტზე აუცილებლად უნდა ეწეროს:
• ყველა ინგრედიენტი და მათი რაოდენობა
• Batch/LOT ნომერი
• წარმოების თარიღი (MFG) და ვარგისიანობის თარიღი (EXP)
• „Made in …“ — წარმოების ქვეყანა
• შენახვის პირობები (მაგ.: „შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას“)
• QR ან ბარკოდი, რომელიც მუშაობს
თუ ამ ჩამონათვალიდან ერთიც კი აკლია → პროდუქტი არ არის რეკომენდებული.
6. უსაფრთხოების ინფორმაცია
• ეტიკეტზე უნდა ეწეროს, ვის არ შეუძლია გამოყენება (ორსული, ბავშვი, ქრონიკული დაავადების მქონე).
• აუცილებლად უნდა იყოს მოხმარების წესი და დოზირების ინსტრუქცია.
•თუ ეს ინფორმაცია არ არის — პროდუქტი არ არის რეკომენდებული.
7. ჯანმრთელობისა და „ბიო“ განცხადებები
• თუ წერია „BIO“, „Organic“, „Gluten Free“ — კომპანიას უნდა ჰქონდეს ოფიციალური დამადასტურებელი დოკუმენტი.
• მხოლოდ ლოგოს ნდობაარ შეიძლება, ის შეიძლება ყალბი იყოს.
•თუ ვერ ამტკიცებენ — პროდუქტი არ არის რეკომენდებული.
მთავარი წესი
თუ ამ 7 ნაბიჯიდან ერთიც კი აკლია — პროდუქტი არ არის რეკომენდებული Safe Supplement Georgia-ს მიერ.
ზარმაცებისთვის
თუ ყველა ამ დეტალის შემოწმება გეზარებათ, უბრალოდ შეამოწმეთ პროდუქტი supplement.ge-ზე.
 გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს — ყველამ უნდა იცოდეს, როგორ შევარჩიოთ უსაფრთხო დანამატი!
ვინ დგას ამ რეკომენდაციის უკან?
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG) — დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს საქართველოში და საერთაშორისო დონეზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის.
Safe Supplement Georgia (SSG) — PHIG-ის ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში საკვები დანამატების უსაფრთხოების, სანდოობისა და მომხმარებლის დაცვის უზრუნველყოფას.
ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაცია
ამ რეკომენდაციის ავტორებს არ აქვთ კომერციული კავშირი არცერთ საკვები დანამატის მწარმოებელთან ან გამყიდველთან.
ერთადერთი მიზანი არის საზოგადოების ინფორმირება და მომხმარებლის დაცვა.
  კოლაგენი — სიმართლე თუ ზღაპარი?

 

შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights