სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმითბილისის სამედიცინო ბრიგადებს ორი მშობიარობის მიღება კლინიკაში მისვლამდე თავად მოუხდათ - "სამშობიარო...

თბილისის სამედიცინო ბრიგადებს ორი მშობიარობის მიღება კლინიკაში მისვლამდე თავად მოუხდათ – “სამშობიარო მოქმედებები მოულოდნელად განვითარდა და ჰოსპიტალიზაციის დრო არ რჩებოდა”

გადაუდებელი დახმარების ცენტრის თბილისის მე-8 და მე-10 ფილიალის სამედიცინო ბრიგადებს ორი მშობიარობის მიღება კლინიკაში მისვლამდე თავად მოუწიათ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” ავრცელებს.

“თბილისის სასწრაფო დახმარების მე-8 და მე-10 ფილიალის ბრიგადებმა გამოძახება ლოზუნგით – მშობიარობა მიიღეს. ორივე შემთხვევაში ახალგაზრდა ქალბატონებისთვის ეს მესამე მშობიარობა იყო.

სამშობიარო მოქმედებები მოულოდნელად განვითარდა და ჰოსპიტალიზაციის დრო არ რჩებოდა.

პირველ შემთხვევაში დაიბადა ჯანმრთელი ბიჭი, რომელმაც მაშინვე წამოიტირა. მეორე შემთხვევაში კი ჯანმრთელი გოგონა.

ექიმების მიერ მოხდა პარამეტრების შეფასება, პაციენტები აყვანილ იქნენ მონიტორზე, ჩატარდა ჭიპლარის დამუშავება და პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო პროცედურა, რის შემდეგაც თბილისის სხვადასხვა კლინიკაში იქნენ გადაყვანილნი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  "გრიპის ვაქცინაცია საქართველოში: სიცოცხლის გადამრჩენი უფასო დაცვის პროგრამა მაღალი რისკის ჯგუფებისთვის"
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights