სამშაბათი, თებერვალი 3, 2026
მთავარისამინისტრო„დღეს უკვე 120 000-დან 87 00 პაციენტი განკურნებულია - მინდა, რომ „ბე“...

„დღეს უკვე 120 000-დან 87 00 პაციენტი განკურნებულია – მინდა, რომ „ბე“ ჰეპატიტის პროგრამა ისეთივე წარმატებული იყოს, როგორიც არის „ცე“ ჰეპატიტის“ – მიხეილ სარჯველაძე

„ცე“ ჰეპატიტის პროგრამა არის ძალიან წარმატებული და ვისურვებდი, რომ „ბე“ ჰეპატიტიც და ამისთვის არ დააკლებს მცდელობას მთლიანად ჯანდაცვის სისტემა, მათ შორის ჩვენი კლინიკები, რომელიც ამ პროგრამის განხორციელებაში არიან ჩართულები, – განაცხადა „დღის ქრონიკაში” ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, „ბე“ ჰეპატიტი არ არის დაავადება, რომელიც სრულად განკურნებადია, თუმცა ისეთ რემისიაში გადაყვანადია, რომელიც აბსოლუტურად ანეიტრალებს რისკს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის.

„მე მინდა, რომ „ბე“ ჰეპატიტის პროგრამა ისეთივე წარმატებული იყოს, როგორიც არის „ცე“ ჰეპატიტის. დღეს უკვე 120 000-დან 87 00 პაციენტი განკურნებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ 87 000 ადამიანს, უახლოესი რამდენიმე წლის პერსპექტივით შეუნარჩუნდა სიცოცხლე. არა თუ ჯანმრთელობა გაუუმჯობესდათ, არამედ შეუნარჩუნდათ სიცოცხლე. იმავდროულად ეს ნიშნავს იმას, რომ 87 000 ადამიანის შემთხვევაში ისინი აღარ არიან ამ ვირუსის მატარებლები და აღარ ვრცელდება ეს დაავადება და ესეც რა თქმა უნდა, უზარმაზარი წარმატებაა.

მინდა ასევე წარმატებული იყოს „ბე“ ჰეპატიტის პროგრამა და ამისთვის, რა თქმა უნდა არ დააკლებს მცდელობას მთლიანად ჯანდაცვის სისტემა და მათ შორის ჩვენი კლინიკები, რომლებიც ამ პროგრამის განხორციელებაში არიან ჩართულები. ბატონი თენგიზ ცერცვაძის სახელს ატარებს კლინიკა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროგრამა ძალიან სწრაფად შეძლებს შედეგის მოტანას.

დიდი ხანი არ არის, რაც ჩაეშვა ეს პროგრამა განხორციელებაში. ამ დროისთვის საკმაოდ დიდია ინტერესი. აქაც ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას მოვუწოდებ, რომ ვისაც აქვს „ბე“ ჰეპატიტთან დაკავშირებული პრობლემა, მიმართონ შესაბამის კლინიკას. მათთვის მკურნალობა აბსოლუტურად უფასოა. სამწუხაროდ, ეს არ არის დაავადება, რომელიც სრულად განკურნებადია, თუმცა ისეთ რემისიაში გადაყვანადია, რომელიც აბსოლუტურად ანეიტრალებს რისკს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის“,- აღნიშნა სარჯველაძემ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რეანიმაციული ღონისძიებების სრულყოფილად ჩატარების შედეგად აღდგა პაციენტის პულსი და სუნთქვა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights