By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
გამოგვყევით
შენი ექიმი

როგორ შეიძლება, ამოვიცნოთ ის – ალერგიული დერმატიტის გამომწვევი მიზეზები როგორ ვუმკურნალოთ ალერგენებით გამოწვეულ სიმპტომებს ?!

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ოქტომბერი 24, 2025 3:11 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
5 წუთიანი წაკითხვა
ალერგიული დერმატიტი
#post_seo_title
გაზიარება

ალერგიული დერმატიტის გამომწვევი მიზეზები

როგორ ვუმკურნალოთ ალერგენებით გამოწვეულ სიმპტომებს ?!

✅ ალერგიული კონტაქტური დერმატიტი – ეს არის კანის ანთებითი მდგომარეობა, რომელიც ჩნდება მაშინ, როდესაც კანი კონკრეტულ ალერგენთან კონტაქტში მოდის. ხშირად ადამიანები, განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში, კანზე გაღიზიანებას ზოგადად “დერმატიტს” უწოდებენ, თუმცა აუცილებელია მისი სწორად იდენტიფიცირება, რადგან დერმატიტს მრავალი სახე აქვს, მათ შორის ატოპიური და კონტაქტური.

📌 განსხვავება ატოპიურ და კონტაქტურ დერმატიტს შორის

  • ატოპიური დერმატიტი დაკავშირებულია კანის ბარიერის დაზიანებასთან და ყველაზე ხშირად ბავშვებში გვხვდება. დამახასიათებელია კანის სიმშრალე და ქავილი.

  • ალერგიული კონტაქტური დერმატიტი კი სრულიად განსხვავებულია – ის არის ე.წ. მეოთხე ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, რაც გულისხმობს იმუნური სისტემის გვიან პასუხს კანის ალერგენთან შეხებაზე.

ექიმი-დერმატოლოგი, მედიცინის დოქტორი ზაზა თელია გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” ალერგიული კონტაქტური დერმატიტის შესახებ საუბრობს:

Contents
  • ალერგიული დერმატიტის გამომწვევი მიზეზები
  • როგორ ვუმკურნალოთ ალერგენებით გამოწვეულ სიმპტომებს ?!
  • 📌 განსხვავება ატოპიურ და კონტაქტურ დერმატიტს შორის
    • ალერგიული კონტაქტური დერმატიტის სიმპტომებია:
    • რა იწვევს ყველაზე ხშირად ალერგიულ კონტაქტურ დერმატიტს?
    • როგორია მკურნალობის მეთოდები?
  • ⏱ როდის ვლინდება?
  • 🔍 ალერგიული კონტაქტური დერმატიტის ძირითადი სიმპტომები
  • 🤔 რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? – ძირითადი მიზეზები
    • 🧲 ლითონები
    • 🌸 პარფიუმი და სუნამოები
    • 🧴 კონსერვანტები
    • 🌿 მცენარეები
    • 🧤 რეზინი
    • 💊 ადგილობრივი მედიკამენტები
    • 🎨 თმის საღებავები და ფრჩხილის პროდუქცია
  • 🩺 როგორ მკურნალობს ალერგიული კონტაქტური დერმატიტი?
  • 📝 დასკვნა

„ხშირად, რასაც ადამიანი კანზე დაზიანებად ხედავს, ყველაფერს ალერგიულ დერმატიტს ეძახის. მათ შორის, ბავშვების შემთხვევაშიც. თავად სიტყვა დერმატიტი კანის ანთებას ნიშნავს. ის შეიძლება სხვადასხვა ხასიათის იყოს. მაგალითად, ატოპიური დერმატიტი კანის ბარიერის დარღვევასთან დაკავშირებული პრობლემაა, რომელიც ყველაზე ხშირი ბავშვებშია. თუმცა, მოზრდილებშიც შეიძლება, შეგვხვდეს. ის კანის სიმშრალესთან ასოცირდება.

ხოლო, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი აბსოლუტურად სხვა მიმართულებაა. არსებობს ალერგიული კონტაქტური დერმატიტი და გამაღიზიანებელი კონტაქტური დერმატიტი.

ალერგიული კონტაქტური დერმატიტი ე.წ. მეოთხე ტიპის, დაყოვნებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციაა. ალერგიული კონტაქტური დერმატიტი ნიშნავს, რომ უცხო ანტიგენზე კონტაქტი უნდა მოხდეს კანთან, რომ ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია მოგვცეს. ეს დაყოვნებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ გვიან ვლინდება. 24, 72 საათი ან კიდევ რამდენიმე დღე და კვირაც კი შეიძლება, დასჭირდეს, რომ რეაქცია გამოვლინდეს“.

ალერგიული კონტაქტური დერმატიტის სიმპტომებია:

  • ინტენსიური ქავილი
  • სიწითლე/ფერის შეცვლა
  • შეშუპება
  • გამონაყარი
  • ბუშტუკები
  • მშრალი, აქერცლილი კანი
  • წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება
  • კანის გასქელება – ქრონიკული ქავილი

ალერგიული კონტაქტური დერმატიტი შეიძლება, დაიწყოს იმ ადგილას, სადაც უშუალოდ კონტაქტია ალერგენთან, თუმცა მას გავრცელება ახასიათებს. შეიძლება, სხვა უბნებშიც გავრცელდეს.

რა იწვევს ყველაზე ხშირად ალერგიულ კონტაქტურ დერმატიტს?

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი საშუალებები კანთან კონტაქტში უნდა იყოს:

  • ლითონები: ნიკელი (გვხვდება სამკაულებში, ქამრის ბალთებში, ელვაშესაკრავებში, მობილურ ტელეფონებში), კობალტი, ოქრო.
  • პარფიუმი (Fragrance) გვხვდება სუნამოებში, ლოსიონებში, საპნებში, კოსმეტიკაში და სხვა საყოფაცხოვრებო პროდუქტებში.
  • კონსერვანტები, რომლებიც პირადი მოვლისა და საყოფაცხოვრებო პროდუქტებში გვხვდება.
  • მცენარეები – შხამიანი სურო, შხამიანი მუხა, ჭინჭარი
  • რეზინის ნაწარმი – ხელთათმანები, ელასტიური ზოლი ტანსაცმელში.
  • ადგილობრივი გამოყენების მედიკამენტები: ნეომიცინი
  • თმის საღებავები
  • აკრილის ნაერთები, რომლებიც ფრჩხილის პროდუქტებში გვხვდება

ალერგიული კონტაქტური დერმატიტი დაყოვნებული ტიპისაა. შეიძლება, უშუალოდ მალე, რამდენიმე საათში არ გამოვლინდეს.

როგორია მკურნალობის მეთოდები?

  • ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებისა და პერორალური კორტიკოსტეროიდების გამოყენება, ჰორმონალური მალამოების სახით.
  • ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტები
  • დამატენიანებლები და დამარბილებლები საშუალებები
  • გრილი კომპრესები – შეშუპებისა და ქავილის შემთხვევაში გვიშველის
  • შვრიის აბაზანები
  • ფოტოთერაპია

⏱ როდის ვლინდება?

ალერგიული კონტაქტური დერმატიტი არ ვლინდება დაუყოვნებლად. სიმპტომების განვითარებას შეიძლება დასჭირდეს:

  • 24 საათი

  • 72 საათი

  • ზოგჯერ რამდენიმე დღეც ან კვირაც კი


🔍 ალერგიული კონტაქტური დერმატიტის ძირითადი სიმპტომები

  • ძლიერი ქავილი

  • სიწითლე ან კანის ფერის შეცვლა

  • შეშუპება

  • გამონაყარი და ბუშტუკები

  • კანის აქერცვლა და სიმშრალე

  • წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება

  • ქრონიკული ქავილის შედეგად კანის გასქელება

⚠️ რეაქცია, როგორც წესი, იწყება უშუალოდ კონტაქტის ადგილას, თუმცა შეიძლება გავრცელდეს სხეულის სხვა უბნებზეც.


🤔 რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? – ძირითადი მიზეზები

ალერგიული კონტაქტური დერმატიტი ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც კანი უშუალოდ უკავშირდება ალერგენს. ყველაზე გავრცელებული გამომწვევი ფაქტორები:

🧲 ლითონები

  • ნიკელი – გვხვდება სამკაულებში, ქამრის ბალთებში, ელვაშესაკრავებში, ტელეფონის ნაწილებში

  • კობალტი

  • ოქრო

🌸 პარფიუმი და სუნამოები

შეიცავს საპნები, ლოსიონები, კოსმეტიკა და საყოფაცხოვრებო პროდუქტები

🧴 კონსერვანტები

ქიმიური შენახვის საშუალებები პირადი ჰიგიენისა და საყოფაცხოვრებო ნივთებში

🌿 მცენარეები

შხამიანი სურო, მუხა, ჭინჭარი

🧤 რეზინი

ხელთათმანები, ელასტიური ზოლები ტანსაცმელში

💊 ადგილობრივი მედიკამენტები

მაგალითად, ნეომიცინი

🎨 თმის საღებავები და ფრჩხილის პროდუქცია

აკრილის შემცველ ნივთიერებები


🩺 როგორ მკურნალობს ალერგიული კონტაქტური დერმატიტი?

🔹 ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები – მალამოს სახით
🔹 პერორალური კორტიკოსტეროიდები – მძიმე შემთხვევებში
🔹 ანტიჰისტამინური პრეპარატები – ალერგიის საწინააღმდეგოდ
🔹 დამატენიანებელი და დამარბილებელი საშუალებები – კანის აღსადგენად
🔹 გრილი კომპრესები – ქავილისა და შეშუპების შესამცირებლად
🔹 შვრიის აბაზანები – კანის დამშვიდებისათვის
🔹 ფოტოთერაპია – სერიოზულ და გამწვავებულ შემთხვევებში


📝 დასკვნა

ალერგიული კონტაქტური დერმატიტის ამოცნობა მნიშვნელოვანია სწორი მკურნალობის დასაწყებად. მისი განვითარების ალბათობა განსაკუთრებით მაღალია კოსმეტიკის, სამკაულების, სარეცხი საშუალებების ან მცენარეებთან ხშირი კონტაქტის დროს. სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებელია დერმატოლოგთან მიმართვა და კონკრეტული ალერგენის იდენტიფიცირება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
FacebookTwitter
TAGGED:ალერგია
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

C და B ჰეპატიტის პროგრამები
სამინისტროშენი ექიმი

მიხეილ სარჯველაძე: 7 ათას მედიკამენტზე მოქმედებს ე.წ. რეფერენტული ფასების პოლიტიკა, რაც ნიშნავს, რომ გარკვეულ მედიკამენტებზე, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, ფასები რეგულირებულია

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
საჯარო განცხადება - ბათუმის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ „ლაბორატორიები მუშაობენ ხელოვნური ვირუსების შესაქმნელად ადამიანების გასანადგურებლად,“ არის არა მხოლოდ ღრმად შემაშფოთებელი, არამედ სრულიად მიუღებელი
შენი ექიმი

საჯარო განცხადება – ბათუმის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ „ლაბორატორიები მუშაობენ ხელოვნური ვირუსების შესაქმნელად ადამიანების გასანადგურებლად,“ არის არა მხოლოდ ღრმად შემაშფოთებელი, არამედ სრულიად მიუღებელი

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
შენი ექიმი

დაინფიცირებიდან ორი წლის შემდეგ, კორონავირუსმა შეიძლება ტვინთან დაკავშირებული დარღვევები გამოიწვიოს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გამოავლინე, უმკურნალე, განკურნე ტუბერკულოზი
სამინისტროსიახლეებისხვა-ამბებიშენი ექიმი

ტუბერკულოზის მართვის პროგრამის ბიუჯეტი ₾17 მლნ იქნება – მთავრობის დადგენილება

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?