სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრომიხეილ სარჯველაძე: „ჩვენ არ ვერჩით ნარკომომხმარებელს, ჩვენი მიზანია, რომ დავუპირისპირდეთ ხალხს, რომელიც...

მიხეილ სარჯველაძე: „ჩვენ არ ვერჩით ნარკომომხმარებელს, ჩვენი მიზანია, რომ დავუპირისპირდეთ ხალხს, რომელიც ნარკომომხმარებლის მძიმე მდგომარეობაზე ცდილობს ხელი მოითბოს, რაც შეიძლება მეტად გაამწვავოს პრობლემა“

„ჩვენ არ ვერჩით ნარკომომხმარებელს, ჩვენი მიზანია, რომ დავუპირისპირდეთ ხალხს რომელიც ნარკომომხმარებლის მძიმე მდგომარეობაზე ცდილობს ხელი მოითბოს, რაც შეიძლება მეტად გაამწვავოს პრობლემა და ამით უფრო მეტად მოითბოს ხელი“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ამ დრომდე, დაუბალანსებელი იყო ინტერესთა კონფლიქტი და არსებობდა კონკრეტული კომერციული ინტერესები. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, არსებობს ნარკოტიკული საშუალებების ავად მოხმარების ხელშეწყობის დიდი რისკი, რასაც სახელმწიფოს მხრიდან დარეგულირება სჭირდება.

ინიციატივის მიხედვით, ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება სრულად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავა და ამ მომსახურების გაწევა კერძო სუბიექტებს აეკრძალებათ. ასევე იზღუდება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი, ეს მიმართულებაც სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. სხომაზე აღინიშნა, რომ ჩანაცვლებითი თერაპიის პუნქტების შესახებ ცვლილება 15 აგვისტოდან ამოქმედდება, რაც შეეხება იმპორტთან დაკავშირებულ საკითხებს, ამისთვის, განსაზღვრული ვადა 1 ოქტომბერი იქნება.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, მეორე მოსმენით დაამტკიცა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ისაუბრეს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები პაციენტების სამედიცინო საჭიროებებზე, ჯანდაცვის პოლიტიკაზე, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდასა და სამომავლო გეგმებზე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights