სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიროგორ მივხვდეთ, გველი შხამიანია თუ არა? როგორ მოვიქცეთ, თუ გველმა დაგვგესლა? როგორ...

როგორ მივხვდეთ, გველი შხამიანია თუ არა? როგორ მოვიქცეთ, თუ გველმა დაგვგესლა? როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა გველს ვხედავთ?

ზაფხული და ქვეწარმავლები

როგორ მოვიქცეთ, თუ გველმა დაგვგესლა…
როგორ უნდა მოვემზადოთ ასეთ შემთხვევაში, როგორ მოვიქცეთ და რა სიმპტომები ახასიათებს ნაკბენს
საუბრობს ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი:
„შიშის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს. ყოველწლიურად არის ცვლილებები პოპულაციის შემცირებასთან დაკავშირებით. ყველაფერი ეს დამოკიდებულია სეზონზე. თუ არ არის კარგი პირობები გველისთვის (კვერცხის დადების, გამოჩეკვის პერიოდი), ამ შემთხვევაში გველების პოპულაცია იკლებს. მომავალ წელს პოპულაცია შედარებით ნაკლებია.
წინა წლებთან შედარებით, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. უბრალოდ, ინფორმაცია უფრო სწრაფად ვრცელდება და ხალხის თვალში იხატება ისეთი სურათი, თითქოს, რაღაც სერიოზულთან გვაქვს საქმე.“ – ამბობს შოთა ზანდუკელი.
მისი თქმით, როცა გველს დაინახავთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა წახვიდეთ მისი მიმართულებით. ის თავად არ დაგვსხმება თავს.

როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა გველს ვხედავთ?

შოთა ზანდუკელი ამბობს, რომ გველი უძრავ სხეულს ვერ აღიქვამს და „გაშეშება“ ერთგვარი თავდაცვის საშუალებაა.

„გველი უძრავ სხეულს ვერ აღიქვამს. რომ “გავშეშდეთ” და 100 გიურზა დავყაროთ, არც ერთი მათგანი არ გვიკბენს. გაშეშება ერთგვარი თავდაცვის საშუალებაა. როგორც კი მოძრაობას დავიწყებთ, ის საფრთხეს იგრძნობს. თუმცა, როდესაც ქვეწარმავალს თავზე წავადგებით და ვერაფერს ვასწრებთ. გველი ამ დროს ინტერესს დაკარგავს, საფრთხედ ვეღარ აღგვიქვამს.

სხვა დროს, როდესაც გველს ვხედავთ და სახეობებს ვერ ვცნობთ, არც ერთ შემთხვევაში, მისი მიმართულებით არ უნდა წავიდეთ. სტატისტიკურად, დაკბენის ძირითადი შემთხვევები ხდება მაშინ, როდესაც მის დაჭერას, მოკვლას ვცდილობთ. ფეხის დადგმა, შემთხვევითობის ამბები ძალიან იშვიათია. 99% შემთხვევაში ყველა გველი გაქცევას ცდილობს. არ აქვს მნიშვნელობა, გიურზა იქნება თუ სხვა სახეობა.

კანის შეცვლის დროს გველი თითქმის ვერაფერს ხედავს. ამ პროცესში თვალებიდანაც სძვრება კანი.

გოგირდი დაწვა, ცხვრის მატყლის დაყრა და სხვა საშუალებები – ყველაფერი მითია“, – განაცხადა შოთა ზანდუკელმა.

საქართველოს კლინიკურ ტოქსიკოლოგთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, მედიცინის აკადემიური დოქტორმა, თეიმურაზ კობიძემ “რუსთავი 2-თან” განაცხადა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს სამედიცინო დაწესებულებებს შხამიანი გველების კბენის გამო დახმარებისათვის საშუალოდ 1 841 000 ადამიანი მიმართავს. მათგან ყოველ წელს კვდება 90 000 (5%). გააგრძელეთ კითხვა

  რა არის სტომატიტი, გამომწვევი მიზეზები – რატომ ვითარდება სტომატიტი, როგორ მოვიქცეთ, რატომ უნდა იმოქმედოთ დროულად? – დეტალური გზამკვლევი

 

 

როგორ მივხვდეთ, გველი შხამიანია თუ არა? როგორ მოვიქცეთ, თუ გველმა დაგვგესლა? როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა გველს ვხედავთ? | sheniekimi.ge | შენი ექიმი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights