კვირა, ივლისი 13, 2025
მთავარიშენი ექიმიწყვილმა ბავშვი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჩასახა

წყვილმა ბავშვი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჩასახა

აშშ-ში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ბავშვი პირველად ჩასახეს.

The Times-ი კოლუმბიის უნივერსიტეტის განაყოფიერების ცენტრის ექიმებზე დაყრდნობით წერს, რომ მარტში, 38 წლის როზი 19-წლიანი წარუმატებელი მცდელობებისა და 15 უშედეგო ინ ვიტრო განაყოფიერების ციკლის შემდეგ დაორსულდა. მას ამაში ნეიროქსელი დაეხმარა, რომელიც ეაკულატში სპერმატოზოიდების აღმოჩენისთვის შეიქმნა. პროექტს STAR-ი (Sperm Track and Recovery – „სპერმის ძიება და ამოღება“) ჰქვია.

აშშ-ში უშვილობის შემთხვევების დაახლოებით 40% მამაკაცის ფაქტორებთან არის დაკავშირებული, ხოლო აზოსპერმია (ეაკულატში სპერმატოზოიდების სრული არარსებობა) ასეთ შემთხვევათა დაახლოებით 10%-ში გვხვდება. სპერმატოზოიდების მიკროსკოპით აღმოჩენა რთული ამოცანაა, მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებისთვისაც კი. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ექიმებს შეუძლიათ იპოვონ სპერმატოზოიდები, შეაგროვონ ისინი, შეინახონ, გაყინონ და შემდგომ კვერცხუჯრედის განაყოფიერებისთვის გამოიყენონ.

მეცნიერების განმარტებით, ერთ-ერთი ნიმუშის შემთხვევაში, მეცნიერები ორი დღის განმავლობაში იკვლევდნენ მასალას და ვერცერთი სპერმატოზოიდი ვერ იპოვეს, STAR-მა კი ერთი საათის განმავლობაში 44 აღმოაჩინა.

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  კლიმატის ცვლილება და ჯანმრთელობა, ადამიანის გავლენა კლიმატის ცვლილებაზე - რას წარმოადგენს კლიმატის ცვლილება?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights