სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიალერგია და სმენა - სმენის დაქვეითება და ზოგიერთ შემთხვევაში სმენის სრული დაკარგვა

ალერგია და სმენა – სმენის დაქვეითება და ზოგიერთ შემთხვევაში სმენის სრული დაკარგვა

ალერგია და სმენა

კვლევა ხმაურიანი სამსახურის მქონე ადამიანებს უკავშირდება. 1,3 მილიონი ადამიანის მონაცემი შეისწავლეს და შესწავლის პროცესში განსაკუთრებულ ჯგუფად გამოყვეს ადამიანები, რომელთა ყოველდღიური საქმიანობა მშენებლობას უკავშირდება.

მეცნიერებმა გაითვალისწინეს, მიმართავდნენ თუ არა ეს ადამიანები უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ისეთ კვლევას, როგორიც არის სმენის შეფასების ტესტი და სწორედ ამ ნიშნით შეარჩიეს პირები, რომლებიც მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებული და 27 ათასი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფისგან აღმოჩნდა, რომ 23 %-ს ქონდა სმენის დაქვეითება და ზოგიერთ შემთხვევაში სმენის სრული დაკარგვა.

კიდევ უფრო საყურადღებო აღმოჩნდა მშენებლობაზე მომუშავე პირთა შორის ისინი, ვინც გზატკეცილების, ხიდების ან ჩვეულებრივი ქუჩების რეკონსტრუქციაზე მუშაობდნენ, მათღ შორის 28%-ს ჰქონდა სმენასთან დაკავშირებული პრობლემა. როდესაც მედიკოსებმა გაანალიზეს ეს მონაცემები, ისინი მივიდნენ დასკვნამდე:

  1.  აუცილებელია სამუშაო უსაფრთხოების დაცვა იმისათვის, რომ ამ ადამიანების სმენა იყოს დაცული;
  2. აუცილებელია აღჭურვილობა, რომელიც კეთილსინდისიერად უნდა ატარონ მომუშავე პირებმა;
  3. სამედიცინო სერვისი და სამედიცინო კონტროლი იმისათვის, რომ ადრეული პრობლემების შემთხვევაში მოხდეს დროული შეფასება და შემდეგ სმენის სრული დაკარგვის პრევენცია…

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „სმენის პრობლემების მქონე ადამიანებთან 2016 წლლიდან ვმუშაობ. პირველივე საინტერესო აღმოჩენა იყო რომ მწირი რესურსების მიუხედავად, სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის ტექნოლოგიები მისაწვდომია, თან კარგი ტექნოლოგიები, რომელსაც მათი ცხოვრების შეცვლა შეუძლია“-თეონა გვალია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights