სამშაბათი, ივნისი 18, 2024
მთავარიშენი ექიმიზრდის შეფერხება ბავშვთა ასაკში

ზრდის შეფერხება ბავშვთა ასაკში

ალბათ ერთხელ მაინც გაგჩენიათ კითხვა, ასაკის შესაბამისად მიმდინარეობს თუ არა თქვენი შვილის ზრდა-განვითარება.

ბავშვის ფიზიკური განვითარების დარღვევებზე ბავშვთა, მოზარდთა და მოზრდილთა ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ეკატერინე კვარაცხელია გვესაუბრა.

რა პარამეტრებით ფასდება ბავშვის ფიზიკური განვითარება?
სიმაღლეში ზრდის ნორმალური ტემპი ბავშვის ფიზიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. თუ სიმაღლეში ზრდა შეფერხდა ან, პირიქით, ბავშვმა თანატოლებზე სწრაფად აიყარა ტანი, მშობელთან ერთად ამას პედიატრიც აქცევს ყურადღებას და პაციენტს ენდოკრინოლოგთან საკონსულტაციოდ გზავნის, რათა მოხდეს ნორმის ვარიანტის, ე.წ. კონსტიტუციური ფორმის, პათოლოგიური მდგომარეობისგან დიფერენცირება, დროულად დადგინდეს მიზეზი და დაინიშნოს სათანადო მკურნალობა.

სიმაღლის შესაფასებლად სპეციალურ ცხრილებს – ე.წ. (პერ)ცენტილურ მრუდებს ვიყენებთ. მათში კონკრეტული პოპულაციისთვის ასაკისა და სქესის მიხედვით ნებისმიერი სამედიცინო პარამეტრის (სხეულის მასის, სხეულის მასის ინდექსის, თავის გარშემოწერილობის) ნორმის ფარგლები და საშუალო მონაცემებია მოყვანილი. ამ პარამეტრებზე დაკვირვება მუცლადყოფნის პერიოდში იწყება, დაბადებისას ახალშობილის სიგრძე და მასა ორსულობის შესაბამის ვადას ედარება და შემდგომ გრძელდება დაკვირვება ფიზიკური განვითარების პარამეტრებზე: წლამდე – 1-3 თვეში ერთხელ, 3 წლამდე – წელიწადში 2-4-ჯერ, მერე კი – წელიწადში 1-2-ჯერ.

დაახლოებით 4 წლიდან ბავშვის სიმაღლეში ზრდის ბაზალური სიჩქარე ყოველწლიურად 4-5 სანტიმეტრია. თუ მაჩვენებელი უფრო დაბალია, ყურადღება ექცევა სხვა ფენოტიპურ და ზოგად ნიშნებს, პედიატრი გეგმავს პაციენტის ენდოკრინოლოგთან კონსულტაციას.

რა ახდენს გავლენას ბავშვის ნორმალურ ზრდაზე?
როგორც იცით, სიმაღლის მატება გენეტიკურად დაპროგრამებული პროცესია, უფრო მეტიც, ბავშვის საბოლოო სიმაღლე სწორედ მშობლების პარამეტრების მიხედვით შეიძლება გამოითვალოს: დედისა და მამის საშუალო სიმაღლეს (ანუ მათი სიმაღლეების ჯამს, გაყოფილს ორზე) ვაჟისთვის ვუმატებთ 6.5 სანტიმეტრს, გოგონასთვის კი ამდენივეს ვაკლებთ. ეს ე.წ სამიზნე სიმაღლის საშუალო მაჩვენებელია, რომელიც დაახლოებით 17-18 სმ-ის ფარგლებში მერყეობს. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანის სიმაღლეზე მხოლოდ გენეტიკაა პასუხისმგებელი. დადგენილია, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს კვებას, დღის რეჟიმს, ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას, გუნება-განწყობასაც კი. თქვენ წარმოიდგინეთ, სიმაღლეში ზრდას სეზონურობა და დღეღამური რიტმიც კი ახასიათებს. ბავშვები ტანს ყველაზე ინტენსიურად გაზაფხულზე და ზაფხულის დამდეგს იყრიან, გვიან ზაფხულში და შემოდგომაზე ზრდის ტემპი ყველაზე ნაკლებია, ზამთრის თვეებში კი შედარებით იმატებს.

რა იწვევს სიმაღლეში ზრდის შეფერხებას?
შეფერხება შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა ქრონიკულმა არანამკურნალებმა ან არასწორად ნამკურნალებმა დაავადებამ. ენდოკრინული მიზეზებიდან ყველაზე ხშირად აღირიცხება ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, კერძოდ, მისი ფუნქციური უკმარისობა, ასევე – ჰიპოფიზის ჰორმონების, კერძოდ, ზრდის ჰორმონის უკმარისობა, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბე..

ყველაზე ხშირია ტანდაბლობის კონსტიტუციური და ოჯახური ფორმები, მარტივად რომ ვთქვათ, ტანდაბალი მშობლების ტანდაბალი შვილი, რაც თითქოსდა არ არის დარღვევა, თუმცა ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად ხდება ისეთი გენების იდენტიფიცირება, რომლებიც ტანდაბლობის ასეთ ფორმებზეა პასუხისმგებელი. ცალკე უნდა გამოვყოთ ზრდისა და სქესობრივი განვითარების კონსტიტუციური შეფერხება. ამ ფორმას ტანმაღალი მშობლების ტანდაბალი შვილიც შეიძლება ეწოდოს, თუმცა გამოკითხვისას ირკვევა, რომ ერთ-ერთი, ან ორივე მშობელი ბავშვობაში თავადაც შედარებით ტანდაბალი იყო, ტანი კი მოგვიანებით აიყარა, როდესაც მის თანაკლასელებს ზრდის პროცესი უკვე დასრულებული ჰქონდათ.

აღნიშნული მდგომარეეობა ნორმის ვარიანტს წარმოადგენს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში მოითხოვს ხანმოკლე მკურნალობას. მშობლებს ხშირად მოჰყავთ 13-16 წლის ვაჟები, რომლებიც თანატოლებთან შეადრებით ჩამორჩენას ძალიან განიცდიან. როდესაც მშობლებს ვეკითხებით, თავად რა სიმაღლის იყვნენ ამ ასაკში, ირკვევა, რომ მე-10 კლასამდე სპორტის გაკვეთილებზე მწკრივის ბოლოს ან ბოლოსწინა ადგილებზე იდგნენ. ასეთი ოჯახური ანამნეზი ამ მდგომარეობის სასარგებლოდ მეტყველებს. თუმცა ის ფაქტი, რომ მშობელმაც გვიან აიყარა ტანი, ყოველთვის არ გამორიცხავს პათოლოგიურ მდგომარეობას ბავშთან და ზრდის ტემპსა და ზოგად მდგომარეობაზე დინამიკაში დაკვირვებას მოითხოვს.

ენდოკრინული ჯაჭვი
ზრდის გენეტიკური პროგრამა სისრულეში მოჰყავს ენდოკრინულ სისტემას და ამ პროცესში თითქმის ყველა ჰორმონი (ჰიპოფიზის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის, სასქესო ჰორმონები, ინსულინი, კალციუმის მარეგულირებელი პარათჰორმონი, D ვიტამინი) მონაწილეობს.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ზრდის ჰორმონს – სომატოტროპინს, რომელსაც თავის ტვინის ფუძეზე არსებული პატარა ჯირკვალი – ჰიპოფიზი გამოიმუშავებს.

ენდოკრინული მიზეზებით გამოწვეული ტანდაბლობა შედარებით იშვიათია – მისი წილი სულ 3-4%-ს შეადგენს. ზრდაში ყველაზე აშკარა ჩამორჩენას იწვევს ზრდის ჰორმონის, სომატოტროპინის, თანდაყოლილი უკმარისობა. ასეთი ბავშვები ნორმალური წონისა და სიგრძისა იბადებიან, ზრდის შეფერხება 2-3 წლისთვის იწყება, თუმცა მანამდე შესაძლოა გამოვლინდეს მეტაბოლური დარღვევები, მაგალითად, გლუკოზის დონის დაქვეითება, რაც უდდეს გავლენას ახდენს ბავშვის სწორ განვითარებაზე.

რაზეა დამოკიდებული სომატოტროპინის სეკრეცია?
გენეტიკასთან ერთად ამაზე ძირითადად სამი გარეგანი ფაქტორია პასუხისმგებელი: კვება, ფიზიკური დატვირთვა და ძილი. კვლევებით დადასტურებულია, რომ სისხლში გლუკოზის მაღალი დონე თრგუნავს ზრდის ჰორმონის გამოყოფას, ხოლო გლუკოზის დონის დაქვეითება, პირიქით, ასტიმულირებს მის სეკრეციას. ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვი უნდა შიმშილობდეს, სრულფასოვანი კვება ნებისმიერ ასაკში აუცილებელია ფიზიკური განვითარებისთვის. დაბალანსებული რაციონი გულისხმობს ხილს, ბოსტნეულს, ცილებით მდიდარ საკვებს (ხორცს და თევზს) და რძის ნაწარმს.

ზომიერი ფიზიკური აქტივობა, ასაკის შესაბამისი სწორი ფიზიკური დატვირთვა ხელს უწყობს ზრდის ჰორმონის წარმოქმნას და ძვალსახსროვანი სისტემის სწორ განვითარებას.

ალბათ გაგიგონიათ გამოთქმა, ბავშვი ძილში იზრდებაო. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ეს სიმართლეა, სომატოტროპული ჰორმონის წარმოქმნა ჩაძინებიდან 1-2 საათში, ღრმა ძილის ფაზაში იმატებს.

ზრდის დარღვევის ორგანული მიზეზები
ზრდის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს თანდაყოლილმა მიზეზებმა: საშვილოსნოსშიგა განვითარების შეფერხებამ, ძვლოვანი სისტემის დაავადებებმა, ქრომოსომულმა ანომალიებმა. საშვილოსნოსშიგა განვითარების შეფერხებას, თავის მხრივ, შესაძლოა საფუძვლად ედოს ინფექცია, ორსულობისას თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკების მოხმარება. ქრომოსომული ცვლილებებიდან ტანდაბლობას გოგონებში ყველაზე ხშირად ტერნერის სინდრომი იწვევს. ამ დროს გოგონებს ერთი სასქესო ქრომოსომა ან მისი ნაწილი აკლიათ, სიმაღლესთან ერთად ფერხდება პირველადი და მეორეული სასქესო ნიშნების განვითარებაც, კისრის გვერდით ზედაპირზე კი სიმეტრიული ფრთისებრი ნაოჭი შეინიშნება. შესაძლოა, განვითარების სხვა ანომალიებიც გამოვლინდეს.

ზრდის პროცესს ხელს უშლის ქრონიკული დაავადებებიც: გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი სისტემის, თირკმლის. ამ დროს ძირითადი დაავადების მკურნალობა და მისი ეფექტური მართვაა მთავარი. სწორი მკურნალობის შემთხვევაში ე.წ. სიმაღლეში დაწევის ფენომენიც შეიძლება მივიღოთ.

ცალკე გამოყოფენ ე.წ. ფსიქოემოციურ ტანდაბლობას, რომელსაც ბავშვებსა და მოზარდებში ხანგრძლივი ფსიქოემოციური სტრესი იწვევს და სიმაღლის მატებისა და სქესობრივი განვითარების შეფერხებით ვლინდება. ზრდის ჰორმონის დეფიციტი ამ დროს ლაბორატორიულად დასტურდება. გარემოს შეცვლის შემდეგ მდგომარეობაც იცვლება, ჰორმონის დონე იმატებს. გახსოვდეთ, სითბოთი და სიყვარულით სავსე ოჯახი ნორმალური ზრდის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია.

რას ნიშნავს ძვლოვანი ასაკი და როგორ ვსაზღვრავთ მას?
ძვლოვანი ანუ ბიოლოგიური ასაკის დადგენის ყველაზე გავრცელებული მეთოდი მარცხენა ხელის მტევნის რანტგენოგრაფიაა. რენტგენოგრამაზე უნდა ჩანდეს სხივ-მაჯის სახსრები და ზედა კიდურის ფალანგები. მოგეხსენებათ, მტევანი ბევრ მცირე ზომის ძვალს შეიცავს, რომლებიც თავდაპირველად ხრტილის სახითაა წარმოდგენილი. ხრტილი რენტგენის სხივებს ატარებს, ამიტომ რენტგენოგრამაზე არ ჩანს. როგორც კი ხრტილი გაძვალდება, რენტგენზე გამოჩნდება. თითოეული ხრტილი კონკრეტულ ასაკში განიცდის გაძვალებას. იმის მიხედვით, რამდენი ხრტილია გაძვალებული და რამდენი გამოჩნდა უკვე რენტგენის სურათზე, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენად მომწიფებულია ბავშვი ბიოლოგიურად. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ბიოლოგიური მომწიფების ტემპი ყველა ადამიანს სხვადასხვა აქვს. შესაძლოა, ბიოლოგიური ასაკი დაახლოებით ერთი წლით ჩამორჩებოდეს ან უსწრებდეს საპასპორტო ასაკს.

წყარო: ჟურნალი “ავერსი”

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi
მსგავსი სიახლეები
12 საუკეთესო კუნძული ევროპაში

12 საუკეთესო კუნძული ევროპაში

17 June, 2024
რას ნახავთ საბერძნეთის კურორტ სერიფოსზე

რას ნახავთ საბერძნეთის კურორტ სერიფოსზე

14 June, 2024
6 საუკეთესო გზა ბელგიაში სამოგზაუროდ თუ აქ მანქანას იქირავებთ

6 საუკეთესო გზა ბელგიაში სამოგზაუროდ თუ აქ მანქანას იქირავებთ

13 June, 2024
“ხალხო, არ შეცდეთ, არ წახვიდეთ, სასაკლაოა გახსნილი! მე-5 მსხვერპლია ჩემი შვილი” – ვინ არის ქართველი ემიგრანტი, რომელიც ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ გართულებებით გარდაიცვალა

“ხალხო, არ შეცდეთ, არ წახვიდეთ, სასაკლაოა გახსნილი! მე-5 მსხვერპლია ჩემი შვილი” – ვინ არის ქართველი ემიგრანტი, რომელიც ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ გართულებებით გარდაიცვალა

17 ივნისი 2024
რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 17 ივნისს

რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 17 ივნისს

17 ივნისი 2024
“ზაზამ მითხრა, ამ სახლში პატარას ვერაფერს ვერ იპოვით სიდედრის გარდაო….” – როგორ ეხუმრება სიდედრს ზაზა ფაჩულია?!

“ზაზამ მითხრა, ამ სახლში პატარას ვერაფერს ვერ იპოვით სიდედრის გარდაო….” – როგორ ეხუმრება სიდედრს ზაზა ფაჩულია?!

17 ივნისი 2024
შპალერი თუ საღებავი – რომელია უმჯობესი და რატომ

შპალერი თუ საღებავი – რომელია უმჯობესი და რატომ

ივნისი 17, 2024
პატარა ბაღის მოწყობის 10 ხერხი

პატარა ბაღის მოწყობის 10 ხერხი

ივნისი 17, 2024
როგორ გავახალისოთ ჩვენი სამზარეულო საზაფხულოდ

როგორ გავახალისოთ ჩვენი სამზარეულო საზაფხულოდ

ივნისი 17, 2024
„ბავშვი უნდა გააქციო სოფლად და ბუნებაში, უნდა ირბინოს, იხტუნოს“

„ბავშვი უნდა გააქციო სოფლად და ბუნებაში, უნდა ირბინოს, იხტუნოს“

ივნისი 17, 2024
მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება

მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება

ივნისი 17, 2024
დუხობორების სოფელი გორელოვკა – სულისთვის მებრძოლი ადამიანები

დუხობორების სოფელი გორელოვკა – სულისთვის მებრძოლი ადამიანები

ივნისი 17, 2024
“ბავშვმა არდადეგებზე კარგად უნდა დაისვენოს, მათ შორის, ეკრანისგან. წიგნის კითხვა კი სასიამოვნო პროცესი გავხადოთ და არ დავარქვათ მეცადინეობა”

“ბავშვმა არდადეგებზე კარგად უნდა დაისვენოს, მათ შორის, ეკრანისგან. წიგნის კითხვა კი სასიამოვნო პროცესი გავხადოთ და არ დავარქვათ მეცადინეობა”

17 ივნისი 2024
„არიან ადამიანები, ეპოქას რომ ქმნიან და არ არის აუცილებელი ეს ადამიანები იმპერიებს მართავდნენ… მე თუ მკითხავთ – ანა და ანას იდეა, უნდა დარჩეს მზიურის ამ შესანიშნავ კაფეში“ – გიორგი კეკელიძე

„არიან ადამიანები, ეპოქას რომ ქმნიან და არ არის აუცილებელი ეს ადამიანები იმპერიებს მართავდნენ… მე თუ მკითხავთ – ანა და ანას იდეა, უნდა დარჩეს მზიურის ამ შესანიშნავ კაფეში“ – გიორგი კეკელიძე

17 ივნისი 2024
სკოლის საბაზო საფეხური 1 წლით გაიზრდება, სრული ზოგადი განათლება კი კვლავ 12-წლიანი იქნება – რა ცვლილებები შედის კანონში ზოგადი განათლების შესახებ

სკოლის საბაზო საფეხური 1 წლით გაიზრდება, სრული ზოგადი განათლება კი კვლავ 12-წლიანი იქნება – რა ცვლილებები შედის კანონში ზოგადი განათლების შესახებ

17 ივნისი 2024
ისტორიული „სადგური“ – ახალი ტურისტული სივრცე ასურეთში

ისტორიული „სადგური“ – ახალი ტურისტული სივრცე ასურეთში

ივნისი 17, 2024
იაპონიაში საქართველოს დღეები დასრულდა

იაპონიაში საქართველოს დღეები დასრულდა

ივნისი 17, 2024
„რეკორდული მაჩვენებლებია როგორც ტურიზმის, ისე ავიაციის სექტორებში“

„რეკორდული მაჩვენებლებია როგორც ტურიზმის, ისე ავიაციის სექტორებში“

ივნისი 17, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
საქართველოდან 11.4 მლნ აშშ დოლარის მოცვია ექსპორტირებული 

საქართველოდან 11.4 მლნ აშშ დოლარის მოცვია ექსპორტირებული 

ივნისი 17, 2024
ბალი უფრო სასარგებლოა თუ ალუბალი

ბალი უფრო სასარგებლოა თუ ალუბალი

ივნისი 17, 2024
რა არ უნდა მივირთვათ ვახშმად

რა არ უნდა მივირთვათ ვახშმად

ივნისი 17, 2024
ჯანმრთელი და ლამაზი ფრჩხილები რომ გქონდეთ

ჯანმრთელი და ლამაზი ფრჩხილები რომ გქონდეთ

ივნისი 17, 2024
რჩევები რომელიც ზაფხულში გამოგადგებათ

რჩევები რომელიც ზაფხულში გამოგადგებათ

ივნისი 17, 2024
როგორ შევარჩიოთ თვალის ჩრდილი თვალის ფერის მიხედვით

როგორ შევარჩიოთ თვალის ჩრდილი თვალის ფერის მიხედვით

ივნისი 17, 2024
რატომ არის ლონდონი საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქი

რატომ არის ლონდონი საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქი

17 ივნისი 2024
10 საოცრება რომში, რომელთა შესახებ ტურისტებმა ნაკლებად იციან

10 საოცრება რომში, რომელთა შესახებ ტურისტებმა ნაკლებად იციან

17 ივნისი 2024
მსოფლიოს 10 საუკეთესო საზაფხულო კურორტი

მსოფლიოს 10 საუკეთესო საზაფხულო კურორტი

17 ივნისი 2024
ქართველი გულშემატკივარი საქართველო-თურქეთის თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას ხვალ მიხეილ მესხის სტადიონზე უყურებს

ქართველი გულშემატკივარი საქართველო-თურქეთის თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას ხვალ მიხეილ მესხის სტადიონზე უყურებს

ივნისი 17, 2024
ბაგებში, სამხარაულის ბიუროსთან რკინაბეტონის კედელი მოეწყობა

ბაგებში, სამხარაულის ბიუროსთან რკინაბეტონის კედელი მოეწყობა

ივნისი 17, 2024
თბილისის  მერია ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაციას აცხადებს

თბილისის მერია ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაციას აცხადებს

ივნისი 17, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights