სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმი„ეს პიროვნება დაფინანსებას მიიღებს - კლინიკის დაუდევრობის გამო არასწორი მიმართულებით გამოიგზავნა განაცხადი...

„ეს პიროვნება დაფინანსებას მიიღებს – კლინიკის დაუდევრობის გამო არასწორი მიმართულებით გამოიგზავნა განაცხადი დაფინანსებასთან დაკავშირებით“-მიხეილ სარჯველაძე ალექსი თირქიასთან დაკავშირებით

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, რატომ ვერ დაფინანსდა აქციების დროს დაშავებულ ალექსის თირქიას თვალის ოპერაცია.

როგორც მინისტრმა „ქრონიკასთან“ განმარტა, ერთ-ერთი კლინიკის პერსონალის დაუდევრობის გამო განაცხადი და ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით არასწორი მიმართულებით გამოიგზავნა.

„ეს გადასარევად იციან თვითონ კლინიკამ და მისმა თანამშრომლებმა, რომლებმაც არასწორი დოკუმენტაცია ატვირთეს არასწორ ადგილას არასწორი ფორმით. სხვა წინა შემთხვევებში, ამ ფორმით, ამ კონკრეტულ პიროვნებასთან მიმართებაში ყოველთვის დამაკმაყოფილებელი და მისაღები გადაწყვეტილებები მიიღებოდა სამინისტროს მხრიდან. ასეც იქნება, როგორც კი არა დაუდევრობით, არამედ გულისხმიერად მოეკიდებიან კლინიკაში კონკრეტული პაციენტის ინტერესებს. ასეთ დროს, როდესაც კლინიკას ეშლება და ამის გამო ვინმე სამინისტროს ჩირქს სცხებს, ეს დაუშვებელია.

ჩემი მოწოდებაა, რომ ვიდრე ხმამაღლა ბრალდებებს წამოაყენებენ ადამიანები, ცოტა უფრო დაფიქრებულები იყვნენ და თავი შეიკავონ უსამართლო და არასწორი ბრალდებების გამოცხადებისგან.

როდესაც ამ კონკრეტულ პიროვნებას დასჭირდა კონკრეტული მანიპულაცია, ყოველთვის ის ფინანსდება, ამ კონკრეტულ ჯერზე, რაზედაც აჟიოტაჟი ატყდა, კლინიკის შეცდომის გამო არასწორად აიტვირთა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, რაც არასწორი იყო და ეს კარგად იცის კლინიკამ. მე მათ მოვუწოდებდი, რომ ასე დაუდევრად პაციენტების ნუ მოეპყრობიან კლინიკებში. ყველა საფუძველი არსებობს იმის თქმისთვის, რომ ეს პიროვნება რეალურად მიიღებს დაფინანსებას“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რძე ისეთი კარგი არ არის, როგორც გვეგონა! – პროფესორი გიორგი ფხაკაძე ხსნის, რატომ უნდა ვიფიქროთ რძის პროდუქტების შემცირებაზე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights