By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
Uncategorized

სარძევე ჯირკვლის კიბო გლობალურად მეორე ყველაზე გავრცელებულ კიბოს წარმოადგენს, ხოლო ქალთა შორის ის პირველ ადგილზეა

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: მაისი 12, 2025 9:24 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
3 წუთიანი წაკითხვა
კვლევა - სამმაგად ნეგატიურ ძუძუს კიბოს უჯრედებს აქვთ მაღალი მოთხოვნილება სელენზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს უჯრედები გაფანტულად ან იზოლირებულად მდებარეობენ
WHO ევროპის რეგიონში, ქალებს შორის ყველაზე ხშირად ძუძუს კიბოს დიაგნოზს სვამენ, რომელიც, ამავდროულად, ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია
გაზიარება

ძუძუს კიბო

ძუძუს კიბოს ავადობა და სიკვდილიანობა 100 000 მოსახლეზე

მსოფლიოს შერჩეულ რეგიონებში, 2012

სარძევე ჯირკვლის კიბო გლობალურად მეორე ყველაზე გავრცელებულ კიბოს წარმოადგენს, ხოლო ქალთა შორის ის პირველ ადგილზეა. 2012 წელს ექსპერტთა შეფასებით, სარძევე ჯირკვლის კიბოს 1.67 მილიონი (ახალი შემთხვევების 25%) ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ძუძუს კიბო ფართოდ გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა როგორც განვითარებად, ასევე განვითარებულ მსოფლიოში. ინციდენტობის მაჩვენებლები 100 000 მოსახლეზე მსოფლიოს რეგიონების მიხედვით თითქმის 4-ჯერ ვარირებს – 27-დან ცენტრალურ აფრიკასა და აღმოსავლეთ აზიაში 96-მდე დასავლეთ ევროპაში. ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობაში ძუძუს კიბოს მეხუთე ადგილი უჭირავს და მაშინ როცა, დაბალი შემოსავლების ქვეყნებში კიბოთი სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია, მაღალი შემოსავლების ქვეყნებში ის მეორე ადგილზეა ფილტვის კიბოს  შემდეგ.

ძუძუს კიბოს შეფასებითი ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე, 2012 GLOBOCAN

2008 წელთან შედარებით 2012 წელს ინციდენტობის მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი – 14%-ით. მრავალ ქვეყანაში ძუძუს კიბოს ინციდენტობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელთა ზრდის უმთავრესი მიზეზებია სკრინინგული პროგრამების დანერგვით გამოვლენის გაუმჯობესება და ორსულობის დაგეგმვა მოგვიანებით ასაკში. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ძუძუს კიბოთი ავადობა (100 000 ქალზე 90) თითქმის სამჯერ მაღალია ვიდრე დასავლეთ აფრიკაში (100 000 ქალზე 30), თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებლები თითქმის ტოლია, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში სკრინინგისა და მკურნალობის ეფექტური პროგრამების არსებობის შედეგად.

ქვეყნებს, სადაც 2012 წელს ძუძუს კიბოს ინციდენტობის მაჩვენებლები იყო ყველაზე მაღალი დასავლეთ ევროპის ქვეყნები – ბელგია, დანია და საფრანგეთი მიეკუთვნება, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებლები ყველაზე მაღალი იყო – ბაჰამაში, ფიჯის კუნძულებზე და ნიგერიაში.

  

ძუძუს კიბოს ასაკ-სტანდარტიზებული ინციდენტობის მაჩვენებელი

100 000 ქალზე, 2012 GLOBOCAN

 

 

 ძუძუს კიბოთი ავადობის ასაკ-სტანდარტიზებული შეფასებითი მაჩვენებლის (100 000 მოსახლეზე) ტენდეცია შერჩეულ ქვეყნებში

GLOBOCAN-ის მიერ გამოქვეყნებული ძუძუს კიბოს ასაკ-სტანდარტიზებული ავადობის მაჩვენებლების დინამიკის შეფასება უჩვენებს, რომ 1975-2010 წლებში ევროპისა (დანია, ფინეთი, საფრანგეთი, სლოვაკია, ესპანეთი, ინგლისი) და აზიის (ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია, ფილიპინები, სინგაპური) ბევრ ქვეყანაში ძუძუს კიბოს ინციდენტობა ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. ევროპის ქვეყნებში ავადობის ზრდა უკავშირდება სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ზრდას, ურბანიზაციას, პირველი  სრული ორსულობის დაგეგმვას მოგვიანებით ასაკში და შვილების მცირე რიცხვს, ხოლო აზიის ქვეყნებში ასეთი ტენდენცია დასავლური ცხოვრების წესის დამკვიდრებითაა გაპირობებული.

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც შემცირდა ინციდენტობა, შედარებით მცირეა – ავსტრალია, კანადა, აშშ.

 

 

 

 

 

ძუძუს კიბოს ასაკ-სტანდარტიზებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 000 ქალზე, 2012, GLOBOCAN

 

 

ძუძუს კიბოს სიკვდილიანობის ასაკ-სტანდარტიზებული შეფასებითი მაჩვენებლის (100 000 მოსახლეზე) ტენდეცია შერჩეულ ქვეყნებში

GLOBOCAN-ის მიერ გამოქვეყნებული  შეფასებითი მაჩვენებლების მიხედვით ძუძუს კიბოს ასაკ-სტანდარტიზებული სიკვდილიანობა მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან ევროპაში (დანია, გაერთიანებული სამეფო, ფინეთი, საფრანგეთი,  ესპანეთი), კანადაში, აშშ-სა და ავსტრალიაში კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. სიკვდილიანობის კლება  უკავშირდება სკრინინგული პროგრამების დანარგვის შედეგად დაავადების ადრეულ  სტადიაზე გამოვლინებასა და ეფექტური მკურნალობისადმი ხელმისაწვდომობას.

ქალთა პოპულაცია:

ძუძუს კიბოს პირველი ადგილი უჭირავს ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობაში ქალთა შორის მსოფლიოში, 2012, GLOBOCAN

 ორივე სქესი:

ძუძუს კიბოს ასაკ-სტანდარტიზებული ავადობის შეფასებითი მაჩვენებელი პირველ ადგილზეა, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი მეორე ადგილზე (ფილტვის კიბოს შემდეგ) ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობაში მსოფლიო პოპულაციაში, 2012, GLOBOCAN

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია

FacebookTwitter
TAGGED:სარძევე ჯირკვლის კიბო გლობალურად მეორე ყველაზე გავრცელებულ კიბოს წარმოადგენსხოლო ქალთა შორის ის პირველ ადგილზეა
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

MYMEMORY WARNING: YOU USED ALL AVAILABLE FREE TRANSLATIONS FOR TODAY. NEXT AVAILABLE IN 20 HOURS 01 MINUTES 58 SECONDS VISIT HTTPS://MYMEMORY.TRANSLATED.NET/DOC/USAGELIMITS.PHP TO TRANSLATE MORE

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
დიაგრამა, რომელიც აჩვენებს AHRQ 345 მილიონი დოლარის კონგრესული ასიგნაცია vs. 15 მილიონი დოლარის გრანტის განაწილება 2026 წელი ფისკალური წლისთვის
Uncategorized

აშშ-ის ჯანდაცვის კვლევისა და ხარისხის სააგენტო დაფინანსებას აჩერებს — AHRQ-ის გრანტები ერთ წელზე მეტია აღარ გაიცემა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze

Protein Intake for Different Life Stages

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Uncategorized

დნმ – მოგზაურობა საოცრებათა სამყაროში

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?