სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიUncategorizedსურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სააღდგომო დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარს ინტენსიურად ამოწმებს.

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის სარეალიზაციო, სასაწყობე და მწარმოებელ ბიზნესოპრეტორებს, საცხობებს და საკონდიტროებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აკონტროლებენ. შემოწმებისას ყურადღება ექცევა წარმოების პროცესში სანიტარიულ-ჰიგიენური სტანდარტების, სურსათის შენახვის პირობების, ვადების და მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დაცვის საკითხებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს კვერცხი და მაღალი რისკის სურსათი (ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი) სავაჭრო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და რეალიზაციის პირობები.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ინსპექტირება და დოკუმენტური შემოწმება განხორციელდა კვერცხის 41 მწარმოებელთან; ერთი ბიზნესოპერატორი რეგისტრაციის არ ქონის გამო დაჯარიმდა.

ამავდროულად, საკონდიტროებში განხორციელდა 175 შემოწმება. გამოვლინდა 10 სამართალდარღვევა, რაზეც სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელა”,_ აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებას, რომელსაც „ევროპა აქტივის” აკრედიტაციის მიღება სურს და ამჟამად მის სტანდარტებს...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights