პარასკევი, აპრილი 10, 2026
მთავარიUncategorized7 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება

7 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება

7 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინიციატივით ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 1948 წლის 7 აპრილს დაარსდა. ეს დღე ჯანმრთელობის მსოფლიო დღედ არის გამოცხადებული.
კამპანიის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მსოფლიო ლიდერების ყურადღების გამახვილება, რომ თითოეულ ადამიანს, განურჩევლად რასისა, რელიგიისა, პოლიტიკური შეხედულებისა თუ ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობისა, აქვს უფლება მიიღოს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება.
წლევანდელი კამპანიის თემაა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, ხოლო სლოგანი – “ჯანსაღი დასაწყისი, იმედიანი მომავალი”.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  სამი ნიშანი ბავშვებში აუტიზმის ამოსაცნობად - გაფრთხილება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights