სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმი"მარიხუანა არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნარკოტიკი, - დღევანდელი მარიხუანა, გინადგურებს ფსიქიკას" -...

“მარიხუანა არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნარკოტიკი, – დღევანდელი მარიხუანა, გინადგურებს ფსიქიკას” – ფსიქიატრი

პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ნარკოლოგები დადებითად აფასებენ. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ანტინარკოტიკულ პროპაგანდას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მათივე თქმით, მარიხუანა ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და ფსიქიკურ აშლილობასაც იწვევს. განსაკუთრებით საშიშია ის ახალი ჯიშები, რომლებიც ბოლო პერიოდში გამოჩნდა.

ნარკოდამოკიდებულება აზიანებს ადამიანში სხეულს, მის ქცევებს, უნარებს, ფსიქიკას, რწმენებს, ფასეულობებს. ვიტყვი, რომ მარიხუანა არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნარკოტიკი, მითუმეტეს დღევანდელი მარიხუანა, რომელიც ჰიბრიდული ჯიშებია. ახლა გაძლევს რელაქსაციას, გაძინებს, მაგრამ, გრძელ ვადაში, გინადგურებს ფსიქიკას, აგრესიული ხდები, პიროვნულ აშლილობებს იწვევს,”- აცხადებს ფსიქიატრი, სარეაბილიტაციო ცენტრ “მებას” დამფუძნებელი თამაზ ტუღუში.

პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ნარკოლოგები დადებითად აფასებენ. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ანტინარკოტიკულ პროპაგანდას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მათივე თქმით, მარიხუანა ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და ფსიქიკურ აშლილობასაც იწვევს:

“მძიმე ნარკოტიკი”, ყველამ იცის, რომ დამოკიდებულებას იწვევს და ძალიან ბევრ ზიანს აყენებს, მაგრამ კანაფი რატომღაც მიჩნეული იყო როგორც მსუბუქი ნარკოტიკი, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. კანაფს აქვს ძალიან დიდი დამოკიდებულება, ძალიან დიდი მოხსნის სინდრომი, რასაც “ლომკას” ეძახიან. კანაფის შემდეგ არის ძალიან ბევრი ფსიქიკური დაზიანება, რომლებიც რჩება – შექცევადიც და შეუქცევადიც. არის დეპრესიულობა, კონცენტრაციის პრობლემები, ძილის არევა.

თუმცა, არის, სამწუხაროდ, ძალიან შეუქცევადი პროცესებიც და ეს არის კანაფის ფსიქოზი, რომელიც არ არის იმაზე დამოკიდებულება, თუ რამდენად ხშირად მოიხმარს ადამიანი… შესაძლებელია, იყოს ერთჯერადი მოხმარება, რადგან არ ვიცით, ვისი ფსიქიკა რას მალავს და ამ ადამიანის ცხოვრება გაიყოს მანამდე და – შემდეგ. ფსიქოზი არის მთელი ცხოვრების ტვირთი,” – აცხადებს სარეაბილიტაციო კლინიკების – “სანამენტეს” და “პომელის”  დამფუძნებელი ნინო მენაღარიშვილი.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ხელის რომელ წერიტილში უნდა ვიჩხვლიტოთ მაღალი წნევის ან თავის ტრავმის თემთხვევაში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights