შაბათი, აპრილი 18, 2026
მთავარიშენი ექიმიადგილზე მსჯავრდადებულებს სხვადასხვა სახის არაგეგმური სამედიცინო მომსახურებები გაეწიათ, როგორიცაა სკრინინგი და ექიმ-სპეციალისტების...

ადგილზე მსჯავრდადებულებს სხვადასხვა სახის არაგეგმური სამედიცინო მომსახურებები გაეწიათ, როგორიცაა სკრინინგი და ექიმ-სპეციალისტების მომსახურება

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძესთან ერთად, რუსთავის მე-5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში, ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა.

ადგილზე მსჯავრდადებულებს, ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის ორგანიზებით, სხვადასხვა სახის არაგეგმური სამედიცინო მომსახურებები გაეწიათ, როგორიცაა სკრინინგი და ექიმ-სპეციალისტების მომსახურება.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ქალებმა C და B ჰეპატიტის სკრინინგული კვლევა, ძუძუს, კოლორექტული კიბოს და საშვილოსნოს ყელის სკრინინგი ჩაიტარეს.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, დაავადების უსიმპტომო სტადიაზე დადგენა მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის ეფექტურობას და აუმჯობესებს გამოსავალსა და ცხოვრების ხარისხს.

სხვადასხვა სახის არაგეგმური სამედიცინო მომსახურებები 200-მდე მსჯავრდადებულს გაეწია.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  მწვანე ლობიო შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც გააჩნია ლევოდოპას მსგავსი მოქმედება - მწვანე ლობიოს შეუძლია ინსულტის შემდგომი დეფექტების მოცილება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights