სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიკვლევა - გრამატიკულად გაუმართავი საუბარი ფიზიკურ სტრესს იწვევს

კვლევა – გრამატიკულად გაუმართავი საუბარი ფიზიკურ სტრესს იწვევს

კვლევის თანახმად, ზოგიერთ ადამიანში გრამატიკულად გაუმართავი წინადადებების მოსმენა ფიზიოლოგიურ სტრესს იწვევს. ალბათ, თავადაც არაერთხელ მოგშლიათ ნერვები დამახინჯებულ საუბარზე, მაგრამ მეცნიერები უბრალო გაღიზიანებას ცდებიან და რეალურ სტრესზე საუბრობენ…

კერძოდ, ბირმინგემის უნივერსიტეტის მკვლევრებმა 41 ცდის პირზე ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც საუბრის 40 ნიმუში გამოიყენეს. მათი ნახევარი გრამატიკული შეცდომებით იყო გაჟღენთილი, რათა მონაწილეებში დამოკიდებულების ცვლილება ზუსტად გაეზომათ. ამასთან, ცდის პირები სპეციალურ მონიტორთან იყვნენ დაკავშირებულნი, რომელიც გულისცემის ცვალებადობას (HRV) აკონტროლებდა.

როდესაც ადამიანი მოდუნებულია, მისი HRV ცვალებადია. ხოლო სტრესის დროს ის რეგულარულია, სტაბილური ინტერვალები ახასიათებს. ამის გათვალისწინებით დადგინდა, რომ სუბიექტები ფიზიკურ სტრესს განიცდიდნენ გრამატიკული დარღვევების მოსმენისას – ეს მათ არა მხოლოდ ინტერპერსონალურად, არამედ ფიზიოლოგიურადაც აწუხებდათ.

„კვლევის შედეგებმა აშკარა კავშირი გამოკვეთა ფიზიოლოგიასა და შემეცნებას შორის. კოგნიტიური ძალისხმევა ფიზიოლოგიურ სისტემაში იმაზე მეტად მოქმედებს, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ“, – განმარტავს ბირმინგემის უნივერსიტეტის პროფესორი და წამყვანი ავტორი დაგმარ დივჯაკი.

მკვლევრების თქმით, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მსგავსი ექსპერიმენტი შემეცნების ასპექტების ახალი მეთოდების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა.

#drpkhakadze #აქხარისხია

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ენერგეტიკულ სასმელთან შერეულ ალკოჰოლს ტვინის ფუნქციონირების შეფერხება შეუძლია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights