ჩინეთში ქალმა, რომელსაც ორი საშვილოსნო აქვს, ტყუპი გააჩინა – ისინი სხვადასხვა საშვილოსნოში ჩაისახნენ და განვითარდნენ. ასეთი მშობიარობის ალბათობა მილიონში ერთია.
CNN-ის ცნობით, ეს ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთით, შაანქსის პროვინციაში მოხდა. მედიისთვის მხოლოდ დედის სახელია ცნობილი – ლი. მან ბიჭი და გოგო საკეისრო კვეთით გააჩინა. ექიმები ამბობენ, რომ ასეთი მშობიარობის ალბათობა მილიონში ერთია.
„ძალიან იშვიათი მოვლენაა, როდესაც ტყუპი ბუნებრივად ისახება ცალ-ცალკე საშვილოსნოში, ამაზე უფრო იშვიათია, რომ დედამ ისინი მუცლით ორსულობის ბოლომდე ატარა“, – აღნიშნულია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ექიმები აზუსტებენ, რომ ორსულობის განმავლობაში ექიმები ლის და მისი შვილების ჯანმრთელობას ყურადღებით აკვირდებოდნენ.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. ქალმა ორი საშვილოსნოთი ტყუპი გააჩინა – ასეთი მშობიარობის ალბათობა მილიონში ერთია [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/10/02/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%a2/
sheniekimi.ge
