სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმისაშიში დაავადებების ადრეული და არასტანდარტული ნიშნები თითებსა და ფჩხილებზე

საშიში დაავადებების ადრეული და არასტანდარტული ნიშნები თითებსა და ფჩხილებზე

ქოლესტერინის მაღალ დონეს ხშირად არ ახასიათებს რაიმე განსაკუთრებული სიმპტომები, თუმცა იშვიათ შემთხვევებში ამაზე ფრჩხილების მდგომარეობა მეტყველებს, წერს გამოცემა Express ამერიკის დერმატოლოგიური ასოციაციის მონაცემებზე დაყრდნობით.

როდესაც ფრჩხილებქვეშ ხიჭვების მსგავსი მუქი ზოლები (სისხლჩაქცევები) ჩნდება, ეს შეიძლება ქოლესტერინის მაღალი დონის მაჩვენებელი იყოს, რაც, თავის მხრივ, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებისადმი მიდრეკილებაზე მიანიშნებს.

ქოლესტერინის მაღალი დონე იწვევს სისხლძარღვების დახშობასა და ფოლაქების გაჩენას. შედეგად, შესაძლებელია თრომბის წარმოქმნა, რაც სავალალო შედეგებს და სიკვდილსაც კი იწვევს.

გარდა ამისა, როგორც დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურის (NHS) სპეციალისტები აცხადებენ, თითებისა და ფრჩხილების მდგომარეობით შეიძლება ფილტვის კიბოც კი დადგინდეს ადრეულ ეტაპზე.

ექიმების თქმით, ფილტვის კიბო ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დაავადებად იმის გამოც მიიჩნევა, რომ მისი ადრეულ სტადიაზე გამოვლენა საკმაოდ რთულია. ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა ხველება, ტკივილი მკერდის არეში, ხიხინი თუ ნახველი, მოგვიანებით ჩნდება.

ბრიტანელმა მედიკოსებმა კი ფილტვების ავთვისებიანი დაავადების ადრეული და არასტანდარტული მინიშნებები დაადგინეს.

მათი თქმით, ფილტვის კიბოს განვითარების პროცესში შესაძლებელია ორგანიზმში გამომუშავდეს ჰორმონების მსგავსი ქიმიური ნივთიერებები, რომელთა გავლენითაც სისხლისა და სითხეების დიდი ნაწილი კიდურებისკენ, განსაკუთრებით, თითების წვერებზე განლაგებული ქსოვილებისკენ მიედინება. შედეგად, თითები დიდდება და სქელდება.

„ფილტვის კიბოს განსაზღვრა თითების მდგომარეობის ცვლილებითაა შესაძლებელი. ერთ-ერთი სიმპტომი — თითების წვერების გაფართოება, გადიდება თუ გასქელებაა“, — აცხადებენ ბრიტანელი ექიმები.

გარდა ამისა, მედიკოსების თქმით, საშიში დაავადების შემთხვევაში ფრჩხილების ირგვლივ კანი უჩვეულოდ პრიალა ხდება.

ექიმები გვაფრთხილებენ, რომ თუ ფრჩხილებს გვერდიდან შეხედეთ და შენიშნეთ, რომ ისინი ამობურცული გახდა, რაც მანამდე არ გქონიათ, მაშინვე უნდა მიაკითხოთ სამკურნალო დაწესებულებას.

მათი თქმით, გარდა ფილტვის კიბოსი, თითების მდგომარეობის შეცვლა ასევე შეუძლია სხვა სახიფათო დაავადებებსაც — გულის ინფექციის, მანკისა და ფილტვების ქრონიკული ინფექციის ჩათვლით.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ახალი კვლევა - იაპონური ხის ბაყაყის ნაწლავიდან გამოყოფილმა ბაქტერიამ მსხვილი ნაწლავის კიბო სრულიად გაანადგურა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights