სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმი ყოველდღიურად 20 წუთი სწრაფი სიარული საგრძობლად ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს

 ყოველდღიურად 20 წუთი სწრაფი სიარული საგრძობლად ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს

კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევა

კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის შედეგების თანახმად, ყოველდღიურად 20 წუთი სწრაფი სიარული საგრძობლად ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს.

დაბალი ფიზიკური აქტივობის, ნაადრევ სიკვდილსა და სიმსუქნეს შორის კავშირის განსაზღვრის მიზნით, მთელი ევროპის მასშტაბით „კიბოსა და სიმსუქნის ევროპული პროსპექტული კვლევა“ ჩატარდა.

  • კვლევაში მონაწილეობდა 334,161 მამაკაცი და ქალი.
  •  1992-2000 წლების მანძილზე მკვლევარები სიმაღლეს, წონასა და თეძოს გარშემოწერილობას ზომავდნენ.
  • ფიზიკური აქტივობის განსაზღვრის მიზნით იყენებდნენ თვითშეფასების მეთოდს. აქტივობის განსაზღვრა ხდებოდა სამსახურსა და რეკრიაციულ  (დასვენების დროს) ზონაში. მონაწილეთა თითქმის მეოთხედი (22,7%)  კვალიფიცირდებოდა  როგორც არააქტიური (ინერტული) ჯგუფი.
  • კვლევაში მონაწილეებზე დაკვირვება 12 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა

მათგან 21,438 გარდაიცვალა.

აღმოჩნდა, რომ ფიზიკურად არააქტიური ადამიანები ზომიერად არააქტიურებთან  შედარებით, ნაადრევი სიკვდილის მეტი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

ავტორები თვლიან, რომ ყოველდღიურად 20 წუთი სწრაფი სიარული (90-დან და 110-მდე კალორიის დაწვა)   ფიზიკური აქტივობის არ მქონე ადამიანს (არააქტიურს, ინერტულს) ზომიერად არააქტიურს (დაბალინტენსიურს) გახდის და ნაადრევი სიკვდილის რისკს 16-30 %-ით შეამცირებს (როგორც ნორმალური სხეულის წონის, ასევე მაღალი BMI-ის მქონე პირებში).

სიკვდილობის ბოლო მონაცემებით, ევროპაში ( მამაკაცები+ქალები) 9,2 მილიონი გარდაცვალების შემთხვევიდან 337 000-ს სიმსუქნე იწვევს (BMI>30), ფიზიკური უმოქმედობა კი 676,000 შემთხვევას.

 

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  შაკიკის პრევენციის ახალი ნაბიჯი - წამალი, რომელიც ტკივილამდე მოქმედებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights