სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმისახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო...

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცენტრალური ოფისის მოქალაქეთა განახლებული მისაღები გაიხსნა

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცენტრალური ოფისის მოქალაქეთა განახლებული მისაღები გაიხსნა.

ახალი სივრცე ორივე სააგენტოს სერვისებისა და პროგრამების მიმღებ პირებს მოემსახურება. მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდა მოქალაქეთა მისაღების სარემონტო სამუშაოები, კეთილმოწყობა და აღჭურვა. განახლებული მისაღები სივრცე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის და თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს. ახალ სივრცეში მოწყობილია, როგორც ინდივიდუალური გასაუბრების ოთახები, ასევე – ბავშვთა სივრცე.

მოქალაქეთა მისაღები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ირინე წაქაძემ და გიორგი ცაგარეიშვილმა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორთან რუსუდან კოხოძესა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ხათუნა ცერცვაძესთან ერთად დაათვალიერეს.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და საბურთალოს რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

პროექტი გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  შაქრიანი სასმელები კლავს: როგორ გავიგოთ ფარული საფრთხე?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights