“უკვე თითქმის ორი წელია, რაც ჩემს პრაქტიკაში ტელემედიცინის გამოყენება დავიწყე. ეს ნიშნავს, თუ ჩემს პაციენტს უფრო სპეციფიკური სამედიცინო კონსულტაცია ესაჭიროება, შემიძლია დისტანციურად დავაკავშირო თბილისის წამყვანი კლინიკების სპეციალისტ ექიმებთან – კარდიოლოგებთან, ოტოლარინგოლოგებთან, დერმატოლოგებან, ოფთალმოლოგებთან და თბილისში თუ მუნიციპალიტეტის ცენტრში გადამისამართების გარეშე, ადგილზე გავუწიოთ საჭირო მომსახურება.
გარდა იმისა, რომ პაციენტები ამით უზომოდ კმაყოფილები არიან, ეს გამოცდილება ჩემთვისაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ოჯახის ექიმებს, როგორც წესი, ბევრ სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებასთან გვიწევს შეხება და მრავალფეროვანი გამოცდილებაც გვიგროვდება. თუმცა, ამ სპეციალისტ ექიმებთან ერთად მუშაობა, მათთან ერთად სპეციფიკური დეტალების გავლა, კიდევ უფრო მიღრმავებს ცოდნას. ყურადღებით ვუსმენ, როგორ აგროვებენ ანამნეზს, ტელემედიცინის აპარატის მეშვეობით დისტანციურად როგორ ათვალიერებენ პაციენტის სხვადსახვა ორგანოს, რას აქცევენ ყურადღებას, როგორ აფასებენ… ეს ჩემთვის განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
ვისურვებდი, უფრო მეტ სოფელს და დაბას, განსაკუთრებით ძნელად მისადგომ ადგილებში, შეეძლოს ამ ძალიან სასარგებლო სერვისის გამოყენება.”
– მაყვალა მაისურაძე, ოჯახის ექიმი, სურამი.
გაიგეთ, რას ფიქრობენ პაციენტები ტელემედიცინის შესახებ: